|
დასახელება:
ფინანსური მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მენეჯმენტის ინსტიტუტი
|
|
გამოქვეყნდა: 19 მარტი
/ ბოლო ვადა: 19 აპრილი
|
"მენეჯმენტის ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
ორგანიზაციის ხედვა: "მენეჯმენტის ინსტიტუტი" უზრუნველყოფს სხვადასხვა ორგანიზაციაში შედეგზე ორიენტირებულ, ხარისხიან და სრულ მენეჯმენტს. პროექტები ხორციელდება საქართველოში და ეტაპობრივად იგეგმება საერთაშორისო გაფართოება. ორგანიზაციის სტრუქტურა ჰორიზონტალურია; საქმიანობა ეფუძნება თანამშრომლობის პრინციპს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბუღალტრული აღრიცხვის სისტემების საფუძვლიანი ცოდნა საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონთან და მოქმედ აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობით;
** საგადასახადო აღრიცხვის პრაქტიკული ცოდნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, მათ შორის გადასახადების სწორად აღრიცხვის, დეკლარირების და კონტროლის პროცესებში მონაწილეობა;
** მმართველობითი აღრიცხვის პრინციპების ცოდნა ორგანიზაციის შიდა ფინანსური ანალიზის, ხარჯთაღრიცხვისა და გადაწყვეტილებების მხარდაჭერის მიზნით;
** ბიუჯეტის დაგეგმვის, შესრულების მონიტორინგისა და ანალიზის უნარი;
** ფასების ფორმირების, კონტროლისა და ფინანსური ანალიზის განხორციელების კომპეტენცია, ეფექტიანობისა და ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
** ფინანსური კონტროლისა და აუდიტის პროცესების ცოდნა, მათ შორის შიდა აუდიტის ორგანიზება, აუდიტორულ კომპანიებთან თანამშრომლობა და ფინანსური რისკების შეფასება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბუღალტრული აღრიცხვა;
** საგადასახადო აღრიცხვა;
** მმართველობითი აღრიცხვა;
** ბიუჯეტის მართვა;
** ფასების კონტროლი და ფინანსური ანალიზი.
** ფინანსური კონტროლისა და შიდა აუდიტის პროცესების კოორდინაცია;
** გარე აუდიტორულ კომპანიებთან თანამშრომლობა და აუდიტის პროცესის მხარდაჭერა
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი;
** სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00.
დაინტერესებულმა პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ:
** CV (რეზიუმე);
** მოკლე სამოტივაციო წერილი (სასურველია).
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ქართულ ენაზე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@mains.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.
|
|
|
|