Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=709104&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: მენეჯმენტის ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 19 მარტი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
"მენეჯმენტის ინსტიტუტი მაინს" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ორგანიზაციის ხედვა

"მენეჯმენტის ინსტიტუტი" უზრუნველყოფს სხვადასხვა ორგანიზაციაში შედეგზე ორიენტირებულ, ხარისხიან და სრულ მენეჯმენტს. პროექტები ხორციელდება საქართველოში და ეტაპობრივად იგეგმება საერთაშორისო გაფართოება. ორგანიზაციის სტრუქტურა ჰორიზონტალურია; საქმიანობა ეფუძნება თანამშრომლობის პრინციპს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან დაკავშირებული მიმართულების ცოდნა;
** მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;
** ბაზრის კვლევის, მომხმარებლის ქცევის ანალიზისა და კონკურენტული გარემოს შეფასების უნარი;
** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების (სოციალური მედია, ონლაინ რეკლამა, კონტენტ მარკეტინგი) ცოდნა;
** ბრენდის პოზიციონირების და კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავების კომპეტენცია;
** რეალიზაციის პროცესის დაგეგმვისა და ბაზრის გაფართოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** მომსახურებებისა და პროექტების/პროდუქციის ბაზარზე ეფექტიანი წარდგენის მიზნით რეალიზაციის პროცესის ორგანიზება და მხარდაჭერა;
** საინფორმაციო უზრუნველყოფა - ორგანიზაციის საქმიანობის, პროექტებისა და მომსახურებების შესახებ ინფორმაციის დაგეგმვა და გავრცელება;
** საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) საქმიანობის მართვა და ორგანიზაციის პოზიტიური იმიჯის ფორმირება;
** ბაზრის კვლევა - მომხმარებელთა საჭიროებების, კონკურენტული გარემოსა და ბაზრის ტენდენციების ანალიზი;
** მარკეტინგული რისკების იდენტიფიცირება და მართვა, ბაზრის ცვლილებებისა და რეპუტაციული რისკების შეფასების ჩათვლით;
** ციფრული მარკეტინგის არხების მართვა და კომუნიკაცია;
** მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის შეფასება და ანალიზი.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი;
** სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ:

** CV (რეზიუმე);
** მოკლე სამოტივაციო წერილი (სასურველია).

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ქართულ ენაზე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@mains.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია