|
დასახელება:
დამხმარე ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
Nexia Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 19 მარტი
/ ბოლო ვადა: 19 აპრილი
|
"Nexia Georgia" საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის - Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia Georgia აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს რომლებიც ყოველდღე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia Georgia-ს დინამიური გუნდი ყოველივე ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.
"Nexia Georgia" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტერის პოზიციაზე კონტრჰაგენტი კომპანიისათვის.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, Nexia Georgia-ს კონტრჰაგენტი კომპანიის ოფისი;
** სამუშაო საათები - სრული, სამუშაო განაკვეთი (09:00-18:00 ან 10:00-19:00), ორშაბათი-პარასკევი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** პროგრამაში ოპერაციების ასახვა;
** ზედნადებების ატვირთვა;
** აქტიური ზედნადებების დასრულება;
** საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში და გადარიცხვების განხორციელება;
** ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების კონტროლი.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge. წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "დამხმარე ბუღალტერი".
|
|
|
|