Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=709100&print=yes&view=jobs
 
ფილიალის მენეჯერი - თბილისი, რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ჭიტა
გამოქვეყნდა: 19 მარტი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.

ვაკანსია: ფილიალის მენეჯერი
მდებარეობა: რუსთავი, ისანი-სამგორის რაიონი (ვარკეთილის ფილიალი)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (9:30-18:30)
დასვენების დღე: კვირა
ანაზღაურება: ფიქსირებული 900ლ + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური, სალარო და პროდუქციის დოკუმენტაციის წარმოება
** სარეალიზაციო პროდუქციის ხარისხის და გამართულობის კონტროლი
** სალაროს გამართული მუშაობის მონიტორინგი
** თანამშრომელთა მართვა და სამუშაო გრაფიკების შედგენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული მეტყველების და პრეზენტაციის უნარი
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი

პიროვნული თვისებები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია
** მიზანმიმართული და ორგანიზებული მიდგომა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@chita.ge, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "ფილიალის მენეჯერი - რუსთავი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია