|
დასახელება:
დიასახლისი
|
| მომწოდებელი:
პიელ ნატურალსი
|
|
გამოქვეყნდა: 19 მარტი
/ ბოლო ვადა: 19 აპრილი
|
თავის მოვლის საშუალებების საერთაშორისო ქართულ კომპანიას "პიელ ნატურალსს" ესაჭიროება დიასახლისი.
"პიელ ნატურალსი" არის N1 ქართული პრემიუმ ბრენდი, რომელიც მე-8 წელია ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით აწარმოებს ვეგანურ, უპარაფინო, უპარაბენო, უსილიკონო თავის მოვლის პროდუქტებს.
კომპანია 2017 წელს დაარსდა და მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით 10 სხვადასხვა ლოკაციაზე მასპინძლობს.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე
ლოკაცია: ნუცუბიძის მე-4 პლატო (მთავარი ოფისი)
ანაზღაურება: 1500₾
ჩვენთან თანამშრომლობის ბენეფიტები:
მეგობრული, თბილი გარემო, პატივისცემით და სწორი დამოკიდებულებით გამსჭვალული უფროსები, განსაკუთრებული ფასდაკლება პიელ ნატურალსის პროდუქტებზე შენ და შენს ახლობლებს, (აღარასდროს აღარ დარდობ ვის რა აჩუქო დაბადების დღეზე).
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: jobs.pielnaturals@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (დიასახლისი).
|
|
|
|