|
დასახელება:
ტექნიკური სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ზედაზენი 2012
|
|
გამოქვეყნდა: 19 მარტი
/ ბოლო ვადა: 19 აპრილი
|
კომპანია "ზედაზენი 2012" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ავლაბარი, ლილო, ისანი
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ლუდის ჩამოსახმელი ინვენტარის ობიექტისთვის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში ახალი ინვენტარით ჩანაცვლება;
** ინვენტარის მონტაჟი-დემონტაჟი, ტექნიკური სერვისით უზრუნველყოფა და თანმდევი სამუშაოების შესრულება;
** ობიექტში განთავსებული ლუდის ჩამოსასხმელი ინვენტარის 14 დღეში ერთხელ გაწმენდა;
** ობიექტზე გატანილი ინვენტარის მოვლა და აღრიცხვა;
** ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემის დროული აღმოფხვრა;
** პასუხისმგებელ პირებთან ინვენტარის მიტანის და მონტაჟის შეთანხმება;
** სხვა დამატებითი უფლება-მოვალეობების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სერვისის, დანადგარების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
დამატებითი მოთხოვნა: საკუთარი ავტომანქანა (კომპანია ანაზღაურებს ცვეთისა და საწვავის ხარჯებს)
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე:hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
|
|
|
|