Робота для біженців з України
კატეგორიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 19 მარტი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პორტფელში არსებული ბრენდების მართვა და გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა;
** ბრენდების განვითარების სტრატეგიისა და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების ანალიზი;
** ასორტიმენტის მართვა, განვითარება და პროდუქციის ეფექტიანობის შეფასება;
** ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და გაყიდვების მონაცემების ანალიზი;
** მარაგების, ნაშთებისა და შეკვეთების მართვა, პროდუქციის უწყვეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
** ფასების პოლიტიკისა და ბიუჯეტის დაგეგმვა, მონიტორინგი და ეფექტიანობის შეფასება;
** გაყიდვების გუნდთან კოორდინაცია და პროფესიული აქტივობების ორგანიზება;
** ფინანსურ გუნდთან თანამშრომლობით ბრენდების მომგებიანობის ანალიზი;
** დაბრუნებული და ვადაგასული პროდუქციის კონტროლი;
** პერიოდული ანგარიშგების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია: სამედიცინო, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან მარკეტინგის მიმართულებით);
** აუცილებელია სამედიცინო მიმართულებით შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** სავალდებულოა MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (მონაცემთა ანალიზი, ფორმულები, რეპორტინგი);
** უცხო ენების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** დროის ეფექტური მართვა;
** განვითარებული კომუნიკაციის უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრატეგიული დაგეგმვისა და გაყიდვების ანალიზის უნარი.

ანაზღაურება და პირობები:

** ლოკაცია: თბილისი
** გრაფიკი სრული. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00
** ფიქსირებული ანაზღაურება: 4000 ლარი (Net)
** კვარტლური ბონუსი შესრულებული KPI-ების შესაბამისად

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: recruitersge@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "კატეგორიის მენეჯერი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე