|
დასახელება:
IT ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
რუსთავის აზოტი
|
|
გამოქვეყნდა: 19 მარტი
/ ბოლო ვადა: 19 აპრილი
|
სს "რუსთავის აზოტი" 2023 წლიდან არის "ინდორამა კორპორაციის" გუნდის წევრი.
სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს რეგიონში უდიდეს ქიმიურ საწარმოს, რომელშიც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და რომელიც ერთადერთი მწარმოებელია სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების მიმართულებით.
სს "რუსთავის აზოტი" აცხადებს ვაკანსიას IT ინჟინერის პოზიციაზე
ლოკაცია: რუსთავი, მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო
სახელფასო განაკვეთი: 2000-2500 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი მოვალეობები:
** Windows Server-ის (2019, 2022, 2025) ადმინისტრირება და პრობლემების დიაგნოსტიკა/აღმოფხვრა
** Active Directory-სა და მომხმარებელთა ანგარიშების მართვა
** VMware გარემოს (vSphere, ESXi) მხარდაჭერა
** სარეზერვო კოპირებისა და აღდგენის ოპერაციების შესრულება Veeam-ის გამოყენებით
** ქსელური ინფრასტრუქტურის მართვა, მათ შორის Cisco და Unify სვიჩები/წვდომის წერტილები
** Sophos Firewall-ის კონფიგურაცია და ადმინისტრირება
** Bitdefender ანტივირუსული სისტემის მართვა
** VPN სერვისების (IPSec, L2TP, OpenVPN) მართვა
** ფაილების გაზიარების სისტემებისა და OneDrive-ის ადმინისტრირება
** წვდომის კონტროლის სისტემების მხარდაჭერა (Suprema/Biostar 2)
** IP ტელეფონიის სისტემების მართვა (FreePBX/Asterisk)
** SQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა
** IT დეპარტამენტის ხელმძღვანელის / მოადგილის მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულება
** IT პოლიტიკების შემუშავებაში მონაწილეობა
** IT ტექნიკის, ინვენტარისა და საწყობის მართვაში დახმარება
სასურველი უნარები და კვალიფიკაცია:
** SAP ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება
** IT დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება
** ძლიერი ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარები
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
განათლება და გამოცდილება:
** ბაკალავრის ხარისხი IT-ში, კომპიუტერულ მეცნიერებებში ან შესაბამის სფეროში
** მინიმუმ 2 წლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება IT მიმართულებით
ენები:
** ინგლისური - ტექნიკურ დონეზე ფლობა
** რუსული - ტექნიკურ დონეზე ფლობა (სასურველია)
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტი)
** ტრანსპორტირება
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: rustaviazot.hr@ge.indorama.com;
გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|