|
დასახელება:
მერჩენდაიზერი
|
| მომწოდებელი:
იბერია რეფრეშმენტსი
|
|
გამოქვეყნდა: 19 მარტი
/ ბოლო ვადა: 19 აპრილი
|
სს " იბერია რეფრეშმენტსი - პეპსი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის (საკუთარი ავტომობილით) პოზიციაზე ბათუმში.
სს " იბერია რეფრეშმენტსი" არის " პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. ამჟამად არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group-ის " წევრი და აქვს ექსკლუზიური უფლება, აწარმოოს და განახორციელოს უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და სნექების კატეგორიის (Lay`s, Doritos, Cheetos და სხვ.) დისტრიბუცია.
ასევე ახორციელებს " Max Power-ის" და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებასა და დისტრიბუციას საქართველოში.
ძირითადი მოვალეობა:
** მარაგებისა და სტენდების კონტროლი;
** ვადების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტში პროდუქციის დალაგება;
** მაღაზიაში მაღალი ხარისხის მერჩენდაიზინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი;
** პასუხისმგებლიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება და ბენეფიტები:
** ფიქსირებული ანაზღაურება - 1100 ლარი + ცვლადი ბონუსი (თვეში მაქსიმუმ 1700 ლარი, ფიქსირებულს+ცვლადი დანამატი);
** კორპორატიული სამედიცინო დაზღვევა (სტანდარტული პაკეტი);
** კორპორატიული SIM ბარათი;
აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:
ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge. ელფოსტის სათაურში ("subject"-ში) აუცილებელია მიუთითოთ პოზიციის დასახელება - " მერჩენდაიზერი ". მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 19/04/2026 წ.
კომპანია " იბერია რეფრეშმენტსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|