Робота для біженців з України
კონტრაქტორების მოძიების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტრაქტორების მოძიების აგენტი
მომწოდებელი: ამერიკული სატრანსპორტო კომპანია
გამოქვეყნდა: 19 მარტი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
ამერიკული სატრანსპორტო კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონტრაქტორების მოძიების აგენტის პოზიციაზე.

პოზიცია გულისხმობს დისტანციურ მუშაობას და შემდეგი ფუნქციების შესრულებას:

მოვალეობები:

** პოტენციური კონტრაქტორებისა და პარტნიორების მოძიება (აშშ-ში) სოციალური ქსელების მეშვეობით
** ონლაინ კომუნიკაციის წარმოება
** მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის პირობების შეთანხმება
** კომპანიის სერვისებისა და მოთხოვნების სრულყოფილად ცოდნა და სწორი კომუნიკაცია პოტენციურ პარტნიორებთან

მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (წერა და საუბარი)
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა (წერა და საუბარი)
** რუსული ენის კარგი ცოდნა კომუნიკაციისთვის
** სოციალური ქსელების ეფექტურად გამოყენების უნარი
** ძლიერი კომუნიკაციისა უნარები
** გაყიდვების ან მსგავს სფეროში გამოცდილება (სასურველია)
** სოციალური ქსელების მარკეტინგული გამოცდილება (იქნება პლიუსი)
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** პირადი კომპიუტერი ან ლეპტოპი

სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი
სამუშაო ადგილი: დისტანციური
ანაზღაურება: გამომუშავებით (მოზიდული კონტრაქტორების მიხედვით)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@transchainsolutions.com

ელ.ფოსტის Subject ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე