Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=709001&print=yes&view=jobs
 
უფროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: ელვარე
გამოქვეყნდა: 19 მარტი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.

კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორატიული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვითარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა.

ვეძებთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე უფროს ბუღალტერს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და თანხვედრაშია ჩვენს სამუშაო ღირებულებებთან.

რას გთავაზობთ?

** პროფესიონალი და კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებულ ფინანსურ დეპარტამენტს, რომლის თითოეული წევრი მზად არის ახალ თანაგუნდელს გაუზიაროს ცოდნა, გამოცდილება და ხელი შეუწყოს მის პროფესიულ ზრდას;
** ტრანსპორტირებას ზედა სამგორის მეტროდან;
** კვებას;
** კორპორატიულ დაზღვევას 3 თვის შემდეგ.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1500-2000 (ხელზე)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ალექსეევკის დასახლება (აეროპორტის მიმდებარედ);
** სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
** ტრანსპორტირება: ზედა სამგორის მეტროდან;
** კვებას უზრუნველყოფს კომპანია;
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევას 3 თვის შემდეგ.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის შესაბამისად მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
** კომპანიის ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების მომზადება და წარდგენა შესაბამის ვადებში;
** გადარიცხვების შექმნა/დადასტურება;
** სალარო ოპერაციების კონტროლი;
** საანგარიშო პერიოდის დახურვა;
** მაკონტროლებელ და სხვა გარეშე პირებთან ურთიერთობა საბუღალტრო საკითხებზე;

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური ან საბუღალტრო მიმართულებით;
** საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
** IFRS სტანდარტების ცოდნა;
** Excel-ის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულად და დისციპლინარულად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ხართ პუნქტუალური, კომუნიკაბელური და ყურადღებიანი

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ელ-ფოსტის მისამართზე: hr@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ესტუმროთ ოფიციალურ ვებ გვერდს: https://www.elvare.ge

შპს "ელვარე" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია