Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Travelfy
გამოქვეყნდა: 19 მარტი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
კომპანია "Travelfy" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"Travelfy" არის ტურისტული კომპანია, სადაც სამოგზაურო ოცნებები რეალობად იქცევა, ჩვენ ვფლობთ World Travel Awards-ის საუკეთესო ტურისტული სერვისებისთვის 2022, 2023 და 2024 წლებში, რაც ადასტურებს ჩვენს პროფესიონალიზმსა და ხარისხს. Travelfy არის ადგილი, სადაც თითოეული თანამშრომელი აქტიურად მონაწილეობს უნიკალური და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაში, რაც გვაძლევს საშუალებას ერთად შევქმნათ საუკეთესო გუნდი და გამოცდილება.

ვეძებთ ადამიანს რომელსაც აქვს:

** კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ტურისტულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** გამორჩეული კომუნიკაციის და სოციალური უნარები, როგორც პერსონალურ, ისე წერილობით და სატელეფონო ფორმატებში;
** გაყიდვების სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების უნარი;
** მონაცემების ანალიზისა და გაყიდვების ტენდენციების გაგების უნარი;

პასუხისმგებლობები:

** პოტენციური კორპორატიული მომხმარებლების მოძიება და მათთან ყოველდღიურად ზარების განხორციელება;
** საჭიროების შემთხვევაში, კორპორატიულ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა და მოლაპარაკების წარმოება;
** გაყიდვების მონიტორინგი და ყოველკვირეული რეპორტის აწყობა;
** არსებული მომხმარებლების მუდმივი მხარდაჭერა და დამატებითი შეთავაზებების მომზადება;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@travelfy.ge

თქვენი თავგადასავალი გელოდებათ - დავიწყოთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე