Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708921&print=yes&view=jobs
 
რესტორნის სუპერვაიზერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რესტორნის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: Brasserie 1900
გამოქვეყნდა: 19 მარტი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
ქალაქ ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებული სასტუმრო "Hotel Indigo Batumi Old Town" თავისი უნიკალური არქიტექტურით ასახავს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას. სასტუმროში ფუნქციონირებს ბრენდული რესტორანი "Brasserie 1900", სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დატკბნენ ევროპული და თანამედროვე ქართული სამზარეულოთი.

"Brasserie 1900" გთავაზობთ დახვეწილ, კომფორტულ და თანამედროვე გარემოს, სადაც თანაბრად იგრძნობა როგორც ისტორიის სიღრმე, ასევე მომსახურების თანამედროვე სტანდარტები. ამჟამად ვეძებთ ენერგიულ და პასუხისმგებლობიან რესტორნის სუპერვაიზერს, რომელიც უზრუნველყოფს სტუმრების მაღალი ხარისხის მომსახურებას. თუ თქვენ ხართ ორგანიზებული, პასუხისმგებლობიანი და გიყვართ სტუმართმოყვარეობის სფერო — გელით ჩვენს გუნდში.

ლოკაცია: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტზე ყოველდღიური სამუშაო პროცესის კოორდინირება;
** ობიექტზე დასაქმებული პერსონალის და სამუშაო განრიგის მართვა;
** პერსონალის მიერ შესრულებული საქმიანობის ყოველდღიური მონიტორინგი;
** საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა (პერსონალის დატრენინგება, გადამზადება და სხვა);
** მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** სტუმრების დახვედრა, მაგიდებზე განაწილება;
** ჯავშნების მართვა;
** კომპანიის შიდა წესების, შრომის უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მსგავსი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაციისა და გუნდთან მუშაობის კარგი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** სამუშაო პროცესის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე hr@indigobatumi.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია