Робота для біженців з України
კომპლექსის მენეჯერი, სასტუმროს ადმინისტრატორი - ლაგოდეხი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომპლექსის მენეჯერი, სასტუმროს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: შატო ყირამალა
გამოქვეყნდა: 19 მარტი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
ლაგოდეხის ულამაზეს ბუნებაში მდებარე ტურისტული სივრცე "შატო ყირამალა ლაგოდეხი" ეძებს მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და ენერგიულ ადამიანებს, რომლებიც სტუმართმოყვარეობის სფეროში განვითარებას ისურვებენ.

"შატო ყირამალა" ქმნის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს და მომხმარებელს სთავაზობს ულამაზეს ბუნებაში დასვენების შესაძლებლობას.

კომპლექსი მოიცავს: 10 კომფორტულ კოტეჯს, ღია კაფეს, რესტორანს, საცურაო აუზს, მცირე ტბას, მარანს და ვენახს.

ჩვენი მიზანია სტუმრებს შევთავაზოთ თბილი გარემო, ხარისხიანი მომსახურება, კომფორტული დასვენება და ბუნებაში განტვირთვა.

თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, ორგანიზებული მუშაობა და გსურთ გამოცდილების მიღება სტუმართმოყვარეობის სფეროში, შემოგვიერთდით:

ადგილმდებარეობა: ლაგოდეხი
ვადა: 18 აპრილი

1. კომპლექსის მენეჯერი

კომპლექსის მენეჯერი პასუხისმგებელია რესტორნისა და კოტეჯების ოპერაციულ მართვაზე. მისი მთავარი ამოცანაა: მომსახურების ხარისხის კონტროლი, გუნდის მართვა და ობიექტის გამართული ფუნქციონირება.

კომპლექსის მენეჯერი რესტორნის მიმართულების ოპერირებას ახორციელებს სრულად, ხოლო კოტეჯების მიმართულებას სასტუმროს ადმინისტრატორის დახმარებით.

კომპლექსის მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:

** რესტორნის და კომპლექსის ყოველდღიური ოპერაციების მართვა
** სტუმრების მომსახურების ხარისხის კონტროლი
** პერსონალის მართვა და სამუშაო პროცესების ორგანიზება
** რესტორნის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა
** სტუმრების მიღება და კომუნიკაცია
** პრობლემების ოპერატიული გადაწყვეტა
** სამუშაო პროცესების გაუმჯობესება და განვითარება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია გამოცდილება რესტორნის მენეჯმენტში
** ძლიერი ორგანიზაციული და მენეჯერული უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სტუმართმოყვარეობის პროტოკოლის ცოდნა
** მომსახურებისა და კომუნიკაციის კარგი უნარები
** უცხო ენები: ინგლისური და რუსული საკომუნიკაციო დონეზე

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: ფიქსირებული 3500 ლარი + ბონუსი
** საცხოვრებელი და კვება: უზრუნველყოფილი დამსაქმებლის მიერ

დამატებითი ბენეფიტები:

** თანამშრომლებისთვის განკუთვნილი სპეციალური შეთავაზებები
** ულიმიტო სასაუბრო დრო

2. სასტუმროს ადმინისტრატორი

ძირითადი ფუნქციები:

** კოტეჯების რეზერვაციების მართვა
** ჯავშნების მიღება და დამუშავება სხვადასხვა პლატფორმიდან (Booking და სხვა არხები)
** სტუმრებთან კომუნიკაცია ონლაინ
** სოციალური მედიის კომენტარებსა და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა
** სტუმრების ინფორმირება ობიექტის სერვისების შესახებ
** ჯავშნების ორგანიზება და მონაცემების მართვა
** კომპლექსის მენეჯერთან კოორდინაცია სტუმრების მიღებისა და განთავსების პროცესში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გამოცდილება სასტუმროს ადმინისტრირების ან სტუმართმოყვარეობის სფეროში
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
** კომუნიკაციის უნარი
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** სოციალური მედიის გამოყენების უნარი

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** განვითარების შესაძლებლობა: გამოცდილების მიღება სტუმართმოყვარეობის სფეროში და პროფესიული ზრდა

დამატებითი ბენეფიტები:

** თანამშრომლისთვის განკუთვნილი სპეციალური შეთავაზებები
** ულიმიტო სასაუბრო დრო

რატომ უნდა იმუშაოთ ჩვენთან?

შატო ყირამალა არის ადგილი, სადაც ყოველდღიური სამუშაო მხოლოდ სამსახური არ არის, ეს არის შესაძლებლობა გახდეთ გუნდის ნაწილი, რომელიც ქმნის სტუმრებისთვის დასვენების განსაკუთრებულ შესაძლებლობას.

თუ გსურთ გაექცეთ ქალაქის ხმაურს, ერთდროულად დაისვენოთ და იმუშაოთ, ეს თქვენი შანსია. ლაგოდეხის ერთ-ერთ გამორჩეული ტურისტული სივრცე გთავაზობთ გახდეთ პროექტის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე WhatsApp-ში.

+995 599 208 202

ობიექტის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს Facebook-ზე - https://www.facebook.com/ChateauKiramala
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე