|
დასახელება:
ადმინისტრაციული ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
Hualing International Special Economic Zone
|
|
გამოქვეყნდა: 18 მარტი
/ ბოლო ვადა: 25 მარტი
|
"ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც 2007 წლიდან სამშენებლო, დეველოპერულ, საფინანსო და საწარმოო სფეროებში ოპერირებს. საქართველოში მის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს შორის "თბილისის ზღვის ახალი ქალაქი" გამოირჩევა, რომლის ფარგლებშიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015" -ის ოლიმპიური სოფელი და ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი "თბილისის ზღვის პლაზა" არის განთავსებული.
"ჰუალინგ ჯგუფის" წევრი კომპანია "Hualing International Special Economic Zone" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ადმინისტრაციული ასისტენტი
სამუშაო ადგილი - თბილისი, ჯუმბერ ლეჟავას N 22, ჰუალინგ პლაზა
სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათი-პარასკევი) 09:30-18:30
ბენეფიტები - ჯანმრთელობის დაზღვევა
ადმინისტრაციული ასისტენტი
** ოფისში შემოსული სტუმრების დახვედრა და შესაბამის პირებთან გადამისამართება.
** ვიზიტორების რეგისტრაცია და საჭიროების შემთხვევაში დაშვების პროცედურების დაცვა.
** სატელეფონო ზარების მიღება, მართვა და შესაბამის თანამშრომლებთან გადამისამართება.
** კომპანიის ელექტრონული მიმოწერის მართვა და კონტროლი.
** წერილობითი და ელექტრონული კორესპონდენციის მიღება, რეგისტრაცია და შესაბამისი ადრესატებისთვის გადაცემა.
** დოკუმენტებისა და ფოსტის მიღება, აღრიცხვა და განაწილება.
** შეხვედრების ოთახის დაჯავშნა და ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
** შესაბამისი სამსახურების დროული ინფორმირება სტუმრების, ზარების ან დოკუმენტების მიღების შესახებ.
** კომპანიის შიდა პოლიტიკის დაცვა და კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოდ მართვა.
** ოფისის მისაღებ სივრცეში წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა.
** საჭიროების შემთხვევაში მცირე ლოგისტიკური და ადმინისტრაციული საკითხების მხარდაჭერა.
ძირითადი მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენები: ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;
** ჩინური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე ფოტო სურათით (CV) შემდეგ მისამართზე: hr@hualing.ge არაუგვიანეს 25 მარტისა.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|