|
დასახელება:
3D Motion დიზაინერი / Multimedia დიზაინერი
|
| მომწოდებელი:
Grand Bellagio
|
|
გამოქვეყნდა: 18 მარტი
/ ბოლო ვადა: 18 აპრილი
|
კაზინოების საერთაშორისო ჯგუფი "Grand Bellagio" აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე 3D Motion Designer / Multimedia Designer.
ლოკაცია: თბილისი (შესაძლებელია დისტანციური მუშაობა)
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ 3D Motion Designer-ს / Multimedia Designer-ს, რომელიც შემოგვიერთდება მარკეტინგის გუნდში და შექმნის თანამედროვე ვიზუალურ და ვიდეო სარეკლამო კონტენტს.
ძირითადი მოვალეობები:
** 3D და 4D ვიდეო რეკლამების კონცეფციისა და ვიზუალის შექმნა
** Motion Graphics და Multimedia დიზაინის შესრულება
** სარეკლამო ვიდეოებისა და ანიმაციების დამზადება სხვადასხვა პლატფორმისთვის
** კრეატიულ გუნდთან თანამშრომლობა იდეის რეალიზაციის პროცესში
** ვიზუალური კონცეფციების განვითარება და ადაპტაცია კამპანიებისთვის.
მოთხოვნები:
** გამოცდილება 3D Motion Design ან Multimedia Design მიმართულებით
** პროფესიონალური დიზაინ პროგრამების ცოდნა (Cinema 4D, Blender, After Effects, Unreal Engine ან მსგავსი)
** 3D/4D ანიმაციისა და ვიდეო რეკლამების შექმნის გამოცდილება
** ძლიერი ვიზუალური და კრეატიული აზროვნება
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში ადაპტირების უნარი
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე
** 2 დასვენების დღე
** შესაძლებელია სრულად დისტანციური მუშაობა
** ოფისში ფიზიკური დასწრება სავალდებულო არ არის
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: career@grandbellagio.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|