Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708769&print=yes&view=jobs
 
გერმანული ენის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გერმანული ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: BÜCHNER გერმანული ენის ცენტრი
გამოქვეყნდა: 18 მარტი / ბოლო ვადა: 18 აპრილი
"BÜCHNER გერმანული ენის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას გერმანული ენის პედაგოგის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** გერმანული ენის სწავლება და სასწავლო პროცესის სრულფასოვანი წარმართვა;
** ონლაინ გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება თანამედროვე პლატფორმების გამოყენებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება გერმანული ფილოლოგიის, პედაგოგიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;
** გერმანული ენის ფლობა C1 დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვისა და დაგეგმვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვის სურვილი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი (შესაძლებელია ინდივიდუალურად მორგებული გრაფიკი: კვირაში 2 ან 4 სამუშაო დღე);
** სამუშაო საათები: 15:00-დან 22:00-მდე პერიოდში (შესაძლებელია საათობრივი დატვირთვის არჩევა);
** ანაზღაურება: საათობრივი, 3000 ლარამდე (კვალიფიკაციისა და დატვირთვის მიხედვით).

დამატებითი ინფორმაცია:

ვაკანსიაზე განიხილებიან არაქართულენოვანი პედაგოგებიც, რომლებიც სწავლებას წარმართავენ უშუალოდ გერმანულ ენაზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: buchner.office1@gmail.com. სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "გერმანული ენის პედაგოგი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია