|
დასახელება:
მთავარი ენერგეტიკოსი
|
| მომწოდებელი:
Dreamland Oasis Chakvi
|
|
გამოქვეყნდა: 18 მარტი
/ ბოლო ვადა: 18 აპრილი
|
"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:
https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი ენერგეტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი - სრული
სამუშაო ადგილი - ჩაქვი
უშუალო ხელმძღვანელი- საინჟინრო სისტემების მენეჯერი
პოზიციის შესახებ:
კომპანია ეძებს მაღალკვალიფიციურ მთავარ ენერგეტიკოსს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის/კურორტის ელექტრო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო, უწყვეტ და ეფექტურ ფუნქციონირებას. პოზიცია მოითხოვს როგორც ტექნიკურ ექსპერტიზას, ასევე ძლიერი მართვითი უნარების ფლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ელექტრო ინფრასტრუქტურის სრული ციკლის მართვა (შემომყვანი ელექტრომომარაგება, ტრანსფორმატორული ქვესადგურები, გამანაწილებელი ქსელები, საკაბელო სისტემები)
** სათადარიგო კვების სისტემების (დიზელ-გენერატორები, ATS) ოპერაციული მზადყოფნის უზრუნველყოფა
** ელექტრო უსაფრთხოების სისტემების (დამიწება, მეხამრიდი) მონიტორინგი და გაუმჯობესება
** ელექტრო ინფრასტრუქტურის უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ავარიული რისკების მინიმიზაცია
** პრევენციული და კორექტირებითი ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვა და კონტროლი
** ტექნიკური ხარვეზების ანალიზი, მიზეზების იდენტიფიკაცია და გაუმჯობესების ინიციირება
** ენერგოეფექტიანობისა და ტექნიკური დანაკარგების შემცირების ინიციატივების შემუშავება
** ტექნიკური დოკუმენტაციის, ანგარიშგებისა და ჟურნალების მართვა
** ელექტრო პერსონალის (ინჟინრები, ელექტრიკოსები) მართვა და განვითარება
** კონტრაქტორებისა და სერვის-პროვაიდერების საქმიანობის ზედამხედველობა
** სამუშაოების ხარისხის, ვადების და უსაფრთხოების კონტროლი
** პერსონალის შეფასება, შერჩევასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში მონაწილეობა
** ელექტრო უსაფრთხოების სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების სრული დაცვა
** კრიტიკული რისკების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება
** ავარიებისა და ხარვეზების ანალიზში მონაწილეობა და პრევენციული ზომების დანერგვა
** საინჟინრო სისტემებთან ინტეგრაცია (HVAC, BMS, სატუმბი, საქვაბე სისტემები)
** ტექნიკური შესყიდვების პროცესში მონაწილეობა და შეფასება
საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები:
** უმაღლესი განათლება ელექტროინჟინერიაში / ენერგეტიკაში
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ელექტრო ინფრასტრუქტურის მართვის ან ექსპლუატაციის სფეროში
** სიღრმისეული ცოდნა:
- ელექტრო განაწილების სისტემები
- ტრანსფორმატორული ქვესადგურები
- დაცვის სისტემები
- დიზელ-გენერატორები და ATS
** ტექნიკური დოკუმენტაციისა და ოპერაციული პროცესების მართვის გამოცდილება
** გუნდის მართვის პრაქტიკული გამოცდილება
** კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** ელექტრო უსაფრთხოების მოქმედი კვალიფიკაცია/დაშვება ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად, ელექტრო უსაფრთხოების ჯგუფით არანაკლებ V.
** ანალიტიკური და ანგარიშგების უნარები
შერჩევის ეტაპები:
1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მთავარი ენერგეტიკოსი"
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
აპლიკანტის ინფორმირება:
მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე:
1. ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს "დრიმლენდ ოაზისი" (ტელ: 032 247 22 33).
2. ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ მუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" (ჩემთან გარიგების დასადებად) და "კ" (ჩემი რეზიუმეს განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
3. ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
4. შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს "დატაპრო" (ტელ: +995 595 018 956).
5. ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება.
6. შპს "დრიმლენდ ოაზისი" არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას.
7. ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით.
8. მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ დარღვევის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
|
|
|
|