Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708720&print=yes&view=jobs
 
კურსი ფსიქიკური ჯან. სფეროს წარმომადგენლებისთვის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურსი ფსიქიკური ჯან. სფეროს წარმომადგენლებისთვის
მომწოდებელი: ფსიქო-სოციალური განვითარების ცენტრი „დაო“
გამოქვეყნდა: 18 მარტი / ბოლო ვადა: 18 აპრილი
თანდართული ფაილი: 708720____________________________________________________________________________________2025_2026_2913258.zip
ფსიქოსოციალური განვითარების ცენტრი "დაო" გთავაზობთ ინტენსიურ პროფესიულ სასწავლო კურსს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

პროგრამა შემუშავებულია თქვენი პროფესიული კომპეტენციის გასაძლიერებლად და მოიცავს როგორც თეორიულ ისე ინტენსიურ პრაქტიკულ სწავლებას თანამედროვე მიდგომებითა და მეთოდებით.

პროგრამის აღწერა:

პროგრამა მოიცავს 4 მოდულს, რომლებიც გადანაწილებულია 14 კვირაზე, ჯამში 128 საკონტაქტო საათი. თითოეული მოდული აერთიანებს როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს რეალურ შემთხვევებზე დაყრდნობით, მხოლოდ მოდული 4 სრულად პრაქტიკული თერაპიული ტექნიკების სწავლება-პრეზენტირებას ეთმობა:

მოდულების დასახელებები:

1. შესავალი ფსიქოლოგიურ კონსულტირებაში
2. დიაგნოსტიკა და შემთხვევის კონცეპტუალიზაცია
3. აქტუალური ფსიქოლოგიური კონცეფციები
4. პრაქტიკული მუშაობის ტექნიკები

კურსზე დასასწრებად უნდა აკმაყოფილებდეთ მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც

უნდა იყოთ:

** ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე დარგის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
** სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი
** სოციალური მუშაკი
** პრაქტიკოსი ფსიქოლოგი
** ფსიქოთერაპევტი
** ფსიქოკონსულტანტი
** ფსიქიატრი

რეკომენდებულია:

** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
** შეხვედრებზე სრულად დასწრების შესაძლებლობა (საპატიო გაცდენების რაოდენობა 2)
** მასალის მომზადებისთვის კვირაში მინიმუმ 10 აკადემიური საათის გამოყოფა.

სარეგისტრაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScT6R_NGOOVrLSz7DmCzqqboN6KQ0vrGYidZLNN48od8_f27Q/viewform?usp=sharing&ouid=115742607281993528211

მნიშვნელოვანი თარიღები:

განცხადების მიღების ბოლო ვადა 13/04/2026
კურსის დასაწყისი: 18/04/2026
ფინალური გამოცდა: 17/07/2026

შენიშვნა: გასაუბრებები ჩატარდება აპლიკაციების მიღების პარალელურად. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია (მაქსიმალური რაოდენობა: 12 მონაწილე)

ლექტორები:

ფიქრია ხომასურიძე: ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, უჯრედული ნეირომეცნიერების დოქტორანტი, საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაციის წევრი.

თეო ტოხვაძე: ექიმი-ფსიქოთერაპევტი, ლონდონის ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების (ნლპ) სკოლის სერტიფიკატის მქონე NLP თერაპევტი.

თათია რაზმაძე: გეშტალტთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAGT) ლიცენზიის მქონე ფსიქოთერაპევტი, ფსიქოსოციალური განვითარების ცენტრი "დაოს" დამფუძნებელი

ლიკა სალაძე: ფსიქოკონსულტანტი, კურსის თანაავტორი და ტრენერი.

აკაკი უტიაშვილი: კლინიკური ფსიქოლოგი, SFBT თერაპევტი. კურსის თანაავტორი და ტრენერი.

კურსის საფასური: 1400 ლარი

** შესაძლებელია გადახდა 4 ნაწილად
** სავალდებულო პირველადი შენატანი - ჯამური თანხის 20%.
** დანარჩენი თანხა განაწილდება ოთხად

საფასური შეადგენს 1200 ლარს, თუ:

** თანხის გადახდას ერთიანად შეძლებთ;
** თუ სარგებლობ 1 + 1 აქციით
** ისარგებლეთ 1+1 აქციით და გადაანაწილე 1200 ლარი 4 თვეზე
** პირველადი შენატანი საფასურის 20%
** დანარჩენი თანხა შესაძლებელია გადანაწილდეს ოთხად.

სამუშაო შეხვედრები გაიმართება შაბათობით 10:00-18:00 საათებში
მოდული 4 ბოლო 6 შეხვედრა ჩატარდება შაბათ კვირას 10:00-18:00 საათებში
ორი ყავის შესვენება (15 წთ თითო)
ერთი ლანჩის შესვენება (1 საათი)

ფსიქოსოციალური განვითარების ცენტრი - დაო
ინსტაგრამის ბმული Dao Therapy (@dao_therapy) • Instagram photos and videos
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია