Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708715&print=yes&view=jobs
 
სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 18 მარტი / ბოლო ვადა: 18 აპრილი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

"ILARIA" ეძებს სასტუმროს გაყიდვების მენეჯერს პარტნიორი კომპანიისთვის.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი
** სამუშაო ადგილი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი
** ანაზღაურება: 3000 - 3500 ლარი NET
** ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

პოზიციის აღწერა:

გაყიდვების მენეჯერი პასუხისმგებელია სასტუმროს გაყიდვებისა და პარტნიორული ურთიერთობების ყოველდღიურ მართვასა და ორგანიზებაზე. პოზიცია მოიცავს ტურისტულ სააგენტოებთან აქტიურ კომუნიკაციას, ონლაინ ჯავშნების პლატფორმებთან მუშაობას, კორპორაციული კლიენტების მოძიებასა და ურთიერთობების მართვას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტურისტულ სააგენტოებთან აქტიური კომუნიკაცია და პარტნიორობის განვითარება: ახალი პარტნიორების მოძიება, შეთავაზებების წარდგენა, მუდმივი კავშირის შენარჩუნება და ეფექტიანი თანამშრომლობა.
** ონლაინ ჯავშნების პლატფორმებთან მუშაობა: Booking, Expedia, Airbnb და სხვა პლატფორმებზე ნომრების განთავსება, ფასების მართვა, ხელმისაწვდომობის მონიტორინგი, სპეციალური შეთავაზებების შექმნა გაყიდვების გაზრდისთვის.
** კორპორაციული კლიენტების მოძიება და ურთიერთობების მართვა: ახალი კლიენტების მოზიდვა, შეთავაზებების მომზადება და მუდმივი კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება: გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული გეგმების შემუშავება, ბაზრის ტენდენციების და კონკურენტების ანალიზი, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება.
** ფასებისა და ჯავშნების მონიტორინგი: ონლაინ პლატფორმების მუდმივი კონტროლი, ფასების და ნომრების ხელმისაწვდომობის მართვა, განსაკუთრებული აქციებისა და შეთავაზებების გამოქვეყნება.
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი: კონკურენტების შეთავაზებების, ფასების და ახალი ტენდენციების მუდმივი კვლევა.
** რეპორტინგი და ანგარიშგება: გაყიდვების, ბრუნვის, ჯავშნების სტატისტიკის რეგულარული, დეტალური ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან.
** კომუნიკაცია სასტუმროს სხვა დეპარტამენტებთან.
** მომხმარებლების უკუკავშირის მართვა და მონიტორინგი შედეგების გასაუმჯობესებლად;
** ბრენდის წარმოჩენა და აქტივობები: სასტუმროს ბრენდის პოპულარიზაცია ონლაინ და ოფლაინ, შეთავაზებების და აქციების რეკლამირება, სპეციალური ღონისძიებების მხარდაჭერა.
** გაყიდვების მონაცემების ანალიზზე დაფუძნებული პროგნოზების შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** სასტუმრო ან ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** OTA პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება
** მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები
** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** შედეგზე ორიენტირებული და პროაქტიური სამუშაო სტილი

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge, აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია