|
დასახელება:
მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი
|
| მომწოდებელი:
ევექსი
|
|
გამოქვეყნდა: 18 მარტი
/ ბოლო ვადა: 18 აპრილი
|
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.
"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".
კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათაო ოფისი, ს. ცინცაძის 24ა
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სტრატეგიისა და ბიზნეს ამოცანების შესაბამისად კომპანიის მარკეტინგული და PR მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** ქსელში მიმდინარე პროექტების (სერვისებისა და პროდუქტების) მარკეტინგული და PR ღონისძიებებით მხარდაჭერა;
** კომპანიის ბრენდის კონცეფციის, ვიზუალური იდენტობისა და კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება/მართვა;
** ახალი პროექტების (სერვისებისა და პროდუქტების) განვითარების მარკეტინგული კონცეფციის შემუშავება, სტრატეგიის განსაზღვრა და მომხმარებლისათვის ეფექტიანად მიწოდების უზრუნველყოფა, ეფექტიანობის გაზომვა და შედეგების ანალიზი
** ქსელში მიმდინარე პროექტების (სერვისებისა და პროდუქტების) და ახალი პროექტების შესაბამისი მარკეტინგული და PR აქტივობების კალენდრის შედგენა/დამტკიცება;
** ახალი პროექტების (სერვისებისა და პროდუქტების) ვიზუალური და ციფრული მასალების კომპანიის ბრენდბუქთან შესაბამისობის დადგენა;
** კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სტრატეგიის დაგეგმვა, განვითარება და შესაბამისი აქტივობების განხორციელება;
** საზოგადოების ინფორმირება მედია საშუალებებით კომპანიაში არსებული მნიშვნელოვანი სიახლეებისა თუ ცვლილებების შესახებ;
** კომპანიის ვებ-გვერდის დიზაინისა და შინაარსის მუდმივი განახლების კოორდინირება, სიახლეებისა თუ სხვა საჭირო ინფორმაციის განთავსება, არსებული კონტენტის რედაქტირებისა და გაუმჯობესების უზრუნველყოფა;
** ციფრული არხების მართვის, კონტენტის შექმნისა და რეკლამირების პროცესის კოორდინირება;
** სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული პროექტების მხარდაჭერა ვიზუალური/საბეჭდი მასალების შექმნის კუთხით;
** მარკეტინგული კვლევების დაგეგმვა, ბაზრის ანალიზი (კონკურენტი კომპანიების შესწავლა, მათი უპირატესობებისა და სუსტი მხარეების გამოვლენა);
** ჩატარებული მარკეტინგული კამპანიების ანალიზი და სამომავლო კამპანიების დაგეგმვა;
ვაკანსიის მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება, აქედან 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
ჩვენთან შენ მიიღებ:
** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
** 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
** 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა "ნიუ დენტში"
** ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/marketingis-departamentis-ufrosi/782
"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|