|
დასახელება:
შესყიდვების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
USA Auto Parts
|
|
გამოქვეყნდა: 18 მარტი
/ ბოლო ვადა: 18 აპრილი
|
შპს "Usa Auto Parts" დაარსდა 2012 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ამერიკული სათადარიგო ავტონაწილების იმპორტი და რეალიზაცია ქართულ ბაზარზე.
გაგვიცანი უფრო ახლოს: https://uap.ge
ამჯერად, გუნდში შესყიდვების სპეციალისტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური. თუ გსურს დაეუფლო ახალ პროფესიას და შემოუერთდე მეგობრულ გუნდს, ეს ვაკანსია შენთვისაა.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ვ. გორგასლის ქ.30დ
ფუნქცია-მოვალეობები:
** საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე მომწოდებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მოლაპარაკების პროცესში ჩართულობა (ფასები, პირობები, ვადები);
** მარაგების მართვასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (ინვოისები, შეკვეთები და სხვა) მომზადება და მოწესრიგება;
** სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაცია, რათა შესყიდვების პროცესი იყოს სწრაფი და ეფექტური;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის საბაზისო ან საშუალო დონეზე ცოდნა
** MS Excel-ის ცოდნა
დამატებითი უნარები:
** პუნქტუალურობა;
** მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კარიერული ზრდის პერსპექტივა;
** რეალური პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო მომწოდებლებთან;
** სწავლება და მენტორინგი;
** მეგობრული და მხარდამჭერი გარემო;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: Hrusaparts@gmail.com და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "შესყიდვების სპეციალისტი".
შპს "USA Auto Parts" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "USA Auto Parts"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "USA Auto Parts" -ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "USA Auto Parts" -სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "USA Auto Parts"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|