Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708699&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Ocean Breeze
გამოქვეყნდა: 18 მარტი / ბოლო ვადა: 18 აპრილი
Ocean Breeze არის MEP საინჟინრო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს ინოვაციურ და მდგრად გადაწყვეტილებებს კომერციულ, საცხოვრებელ და სამრეწველო პროექტებისთვის. ჩვენი სერტიფიცირებული ინჟინრებისა და სპეციალისტების გუნდი უზრუნველყოფენ ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს, შესაბამისად პრიორიტეტს ანიჭებენ ენერგოეფექტურობას, მდგრადობას და გრძელვადიან შესრულებას.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორატიული კლიენტების მოძიება
** კორპორატიული კლიენტების მომსახურება და კომპანიის პროდუქციის გაყიდვა;
** კორპორატიულ კლიენტებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ფორმირება;
** კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენა და მენეჯმენტისთვის მათი აღმოფხვრისათვის იდეების წარდგენა;
** მომხმარებელთა განწყობის შესწავლა და ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
** კორპორატიული გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ოპერატიული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ა.ბელიაშვილის 145

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@oceanbreeze.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია