Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708694&print=yes&view=jobs
 
პროდუქტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტის მენეჯერი
მომწოდებელი: ევროპული ფარმაცევტული კომპანია
გამოქვეყნდა: 18 მარტი / ბოლო ვადა: 18 აპრილი
ევროპული ფარმაცევტული კომპანია აცხადებს კონკურსს პროდუქტის მენეჯერის ვაკანსიაზე.

მოვალეობები:

** ფარმაცევტული ბაზრის, სეგმენტის, კონკურენტების ანალიზი;
** მედიკამენტების საბითუმო და საცალო დისტრიბუციის ანალიზი;
** მედიკამენტების პოპულარიზაციის სტრატეგიებისა და ტაქტიკის შემუშავება და განხორციელება;
** მედიკამენტების პოპულარიზაციის აქტივობების ეფექტურობის დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
** სარეკლამო ბიუჯეტების დაგეგმვა და კონტროლი;
** გაყიდვების პროგნოზირება;
** კომპანიის ყველა კატეგორიის ბიზნეს პარტნიორთან და პროდუქტების მომხმარებლებთან ურთიერთქმედების სქემების შემუშავება, როგორც მედიკამენტების პოპულარიზაციის საერთო სტრატეგიის ნაწილი;
** საკვანძო კლიენტებთან ურთიერთობა;
** კონგრესებზე, კონფერენციებზე და ა.შ. მონაწილეობისა და მუშაობის ორგანიზების დაგეგმვა;
** რეგიონული სამსახურის თანამშრომლებისთვის პროდუქტის ტრენინგის მომზადება და ჩატარება;
** პროდუქტების პოპულარიზაციის დადგენილი გეგმების შესრულების მონიტორინგი;

მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი სამედიცინო, უპირატესობად ჩაითვლება დამატებითი მარკეტინგული განათლება;
** აუცილებელია ფარმაცევტულ ბიზნესში პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე 2 წლიანი გამოცდილება;
** მარკეტინგული გეგმების წერისა და განხორციელების გამოცდილება;
** სარეკლამო ბიუჯეტის დაგეგმვის, განხორციელებისა და კონტროლის გამოცდილება;
** პრეზენტაციის უნარები, ანალიტიკური უნარები, მოლაპარაკების უნარები;
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა, შედეგებზე ორიენტირებულობა, მენეჯერული კომპეტენციები;
** რუსული ენის ცოდნა აუცილებელია (B2)
** ინგლისური ენის ცოდნა B1)).
** საოფისე პროგრამები (word, Excel, power point)
** ავტომობილის მართვა (აუცილებელია);

პირობები:

** სრული განაკვეთი
** კონკურენტუნარიანი ხელფასი (განხილული იქნება შერჩევის მეორე ეტაპზე);
** კორპორაციული კომუნიკაციები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორაციული ავტომობილი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ CV: maia.kvachakidze@alpenpharma.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია