|
დასახელება:
დამხმარე ფლორისტი
|
| მომწოდებელი:
ყვავილების მაღაზია ამელი
|
|
გამოქვეყნდა: 18 მარტი
/ ბოლო ვადა: 18 აპრილი
|
"Amelie Flowers Shop" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ფლორისტის პოზიციაზე.
ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც დაეხმარება გუნდს ყოველდღიურ სამუშაო პროცესში და შეისწავლის ფლორისტიკის საფუძვლებს.
პოზიციის აღწერა:
დამხმარე ფლორისტი უზრუნველყოფს ფლორისტის მხარდაჭერას, ყვავილების მოვლასა და სამუშაო სივრცის მოწესრიგებას.
ძირითადი მოვალეობები:
** ყვავილების მიღება, გადარჩევა და დამუშავება
** ყვავილების წყალში მოთავსება და ყოველდღიური მოვლა
** ყვავილების გასუფთავება, ძირების გადაჭრა და მომზადება სამუშაოდ
** ფლორისტის დახმარება თაიგულებისა და კომპოზიციების მომზადების პროცესში
** შეფუთვის მასალების მომზადება
** მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
** შეკვეთების მომზადებაში დახმარება
** ყვავილების მარაგის დალაგება და შენახვა შესაბამის პირობებში
მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ყურადღება დეტალების მიმართ
** გუნდში მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა
** ფლორისტიკისადმი ინტერესი (გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო)
პირობები:
** მეგობრული სამუშაო გარემო
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** სტაბილური ანაზღაურება
ანაზღაურება: 1100 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: amelieevents1@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 592064064
|
|
|
|