Робота для біженців з України
კონტენტ და მედია კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ და მედია კოორდინატორი
მომწოდებელი: ალმა
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
"ალმა" წამყვანი სარეკლამო კომპანიაა საქართველოს ბაზარზე. კომპანიას გარე რეკლამის მიმართულებით 30-წლიანი გამოცდილება აქვს. ამ წლების განმავლობაში უცვლელია ჩვენი ყველაზე დიდი ინსპირაცია - მომხმარებელი და მისი კმაყოფილება.

ჩვენი მისიაა, საქართველოში განვავითაროთ გარე რეკლამის სფერო, დავნერგოთ ახალი და ინოვაციური პროდუქტები.

ვაკანსია: კონტენტ და მედია კოორდინატორი

"ALMA" ეძებს კრეატიულ და აქტიურ ადამიანს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის კონტენტ და მედია პროექტებში.

თუ გაინტერესებს მედია, ქალაქი, საინტერესო ისტორიები და კონტენტის შექმნა - ეს პოზიცია შენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები

** სხვადასხვა მედია და კონტენტ პროექტში მონაწილეობა
** საინტერესო თემების, ამბებისა და იდეების მოძიება
** მოკლე ფორმატის კონტენტის მომზადება
** ვიზუალური და ტექსტური კონტენტის კოორდინაცია
** კონტენტის დაგეგმვასა და გავრცელებაში მონაწილეობა
** სოციალური მედიის კონტენტთან მუშაობა
** მონაცემთა დამუშავება, ატვირთვა და გადამოწმება სპეციალიზებული პლატფორმის გამოყენებით

ვეძებთ ადამიანს, რომელიც

** ინტერესდება მედიის, კონტენტის და კრეატიული ინდუსტრიის მიმართ
** კარგად გრძნობს საინტერესო თემებს და ამბებს
** არის აქტიური, ცნობისმოყვარე და ინიციატივიანი
** შეუძლია იდეების გენერირება და დამოუკიდებლად მუშაობა
** უყვარს ურბანული გარემო

გამოცდილების მოთხოვნა

** კარგი წერითი უნარები ქართულ ენაზე
** სოციალური მედიის მართვა
** კონტენტის შექმნის გამოცდილება
** copywriting-ისა და storytelling-ის უნარი
** ჟურნალისტური აზროვნება ან მედია გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

"ალმა" გთავაზობს

** მუშაობას საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** მოგეცემათ შესაძლებლობა, თქვენი იდეებითა და ინიციატივებით წვლილი შეიტანოთ გარე რეკლამის ეფექტურობის განსაზღვრაში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი/პარასკევი: 10:00-18:00
ანაზღაურება: შეთანხმებით (სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით)

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@alma.ge. წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 17 აპრილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე