|
დასახელება:
სოციალურ მედია მენეჯერი/კონტენტ კრეატორი
|
| მომწოდებელი:
Ilaria
|
|
გამოქვეყნდა: 17 მარტი
/ ბოლო ვადა: 17 აპრილი
|
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.
კომპანია "ILARIA" ეძებს სოციალურ მედია მენეჯერს/კონტენტ კრეატორს პარტნიორი კომპანია MAVA-სთვის, რომელიც არის მსოფლიო მოდის ინდუსტრიის წამყვანი, პრემიუმ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში .
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
** სამუშაო გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის სოციალური მედიის პლატფორმების მართვა, კონტენტის მიმართულებებისა და კომუნიკაციის სტრატეგიის განსაზღვრა, მათი დაგეგმვა და ყოველთვიური კონტენტ კალენდრის მომზადება.
** ბრენდის იდენტობასა და მიზნობრივ აუდიტორიაზე მორგებული კონტენტის შექმნა და მისი განთავსება სოციალურ პლატფორმებზე: Facebook, Instagram, TikTok და LinkedIn.
** პროფესიული ვიდეოკამერისა და მობილური ტელეფონის გამოყენებით ყოველდღიური კონტენტის შექმნა და კოორდინაცია, მათ შორის: ფოტო, ვიდეო და გრაფიკული დიზაინი.
** ბრენდის მიერ მოწოდებული მასალის დამუშავება და მისი ადაპტირება ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებსა და სპეციფიკასთან.
** კონტენტისა და დიზაინის შექმნა, ქოფირაითინგი, ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება, დამუშავება და განთავსება.
** ფოტო და ვიდეო კონტენტისთვის კრეატიული კონცეფციის შექმნა, Moodboard-ის მომზადება და გადაღების პროცესის ორგანიზება.
** გადაღებისთვის კრეატიული კომპოზიციის აწყობა და შესრულება.
** სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმისთვის ეფექტური, თანამედროვე მოდის ტენდენციებზე დაფუძნებული კონტენტის შექმნა.
** სოციალური მედიის ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და მათი ეფექტური გამოყენება ბრენდის კომუნიკაციაში.
გამოცდილება, განათლება და უნარები:
** სასურველია განათლება სოციალური მედიის, ციფრული მარკეტინგისა ან სხვა მომიჯნავე სფეროებში;
** დიზაინერულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება მოდის ან სილამაზის ინდუსტრიაში კონტენტ კრეატორად ან სოციალური მედიის მენეჯერად;
** ძლიერი ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, თანამედროვე მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "სოციალური მედია მენეჯერი და კონტენტ კრეატორი".
გისურვებთ წარმატებას!
1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
|
|
|
|