Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708599&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური სამსახურის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური სამსახურის ოპერატორი
მომწოდებელი: ბორან ლაითი
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
კომპანია "ბორან ლაითი" დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: TOLSEN, CROWN, DEWALT, LINUS, SCHPINDEL, KETTLER და ა.შ.)

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის ოპერატორის თანამდებობაზე.

პირობები:

** მისამართი: ქ. თბილისი, მარნეულის ქ. #44
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 08:30 -დან 17:30-მდე;
** ანაზღაურება: 1 თვე 1200 ლარი, 2 თვიდან საბონუსე ნაწილის დამატება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული ინსტრუმენტების მიღება/გაცემა და მათი აღრიცხვა.
** საბუთების მოწესრიგება (მიღება-ჩაბარებების მომზადება და გაფორმება, ზედნადებების ატვირთვა, საბუთების ხელმოწერებით უზრუნველყოფა).
** საწყობიდან ნაწილების ჩამოწერა და მათი აღრიცხვა.
** მეორადი ინსტრუმენტების მიღება, შესაბამისი დოკუმენტების შედგენა.
** ტექნიკური სამსახურის თანამშრომლების დღის გეგმის გაწერა და მათი განხორციელებული ოპერაციების მონიტორინგი.
** დაზიანებული ნაწილების ჩამოწერა, შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა.
** შესყიდული ნაწილების მონიტორინგი და კონტროლი და შესაბამისი საჭირო საბუთების მომზადება.
** კოორდინირებული მუშაობა სხვა დეპარტამენტებთან.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS word, MS Excel);
** სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
** პროგრამა Fina-ს ცოდნა (სასურველია)

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, შედეგებზე ორიენტაცია;
** პრობლემების ანალიზი და სწრაფი რეაგირების უნარი;
** სამუშაო სპეციფიკაციასთან და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია