Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ბორან ლაითი
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
კომპანია "ბორან ლაითი" დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: TOLSEN, CROWN, DEWALT, LINUS, SCHPINDEL, KETTLER და ა.შ.)

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ბათუმში.

მისამართი: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 08:30 - 17:30
ანაზღაურება: 2000 ლარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: borunlight2@gmail.com პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

ძირითადი მოვალეობები:

თაროების შევსება და განლაგების კონტროლი:

** პროდუქციის დროული განთავსება თაროებზე და არსებული მარაგების მუდმივი შევსება.
** პროდუქციის დაჯგუფება კატეგორიის, ბრენდის და ზომის მიხედვით, რომ მომხმარებელს მარტივად შეეძლოს საჭირო პროდუქტის პოვნა.
** ყველაზე გაყიდვადი პროდუქციის თვალსაჩინო ადგილას განლაგება (მაგალითად, თვალის სიმაღლეზე - Golden Shelf Rule).
** სხვადასხვა ფორმატის სავაჭრო ობიექტებისთვის განლაგების სტრატეგიის მორგება (სუპერმარკეტები, ჰიპერმარკეტები, მცირე მაღაზიები).
** პროდუქციის ეფექტურად და სტრატეგიულად განლაგება სავაჭრო სივრცეში კომპანიის სტანდარტების და პლანოგრამის შესაბამისად
** მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა (ფასმაჩვენებლების, პლაკატების, პრომო მასალების განთავსება).
** პროდუქციის მუდმივი კონტროლი (კოლოფების სისუფთავე, შეფუთვის დაზიანება, თაროების შევსება).

მერჩენდაიზინგის პრინციპების დაცვა:

** FIFO (First In, First Out) პრინციპის დაცვა - ძველი მარაგის წინ გადმოწევა, რათა თავიდან ავიცილოთ ვადაგასული პროდუქციის გაყიდვა.
** Planogram-ის (გეგმიური განლაგება) მიხედვით თაროების მოწყობა, რომ დაიცვან კომპანიის და ბრენდის სტანდარტები.

ვიზუალურობა და სისუფთავე

** თაროების მუდმივი გაწმენდა და პროდუქციის ორგანიზებული განლაგება.
** პროდუქტზე არსებული შეფუთვისა და ეტიკეტების სისუფთავის და სიმრთელის შემოწმება.
** ფასმაჩვენებლების და აქციური შეთავაზებების სწორი და თვალსაჩინო განთავსება.

აქციებისა და სპეციალური ზონების მართვა

** პრომო თაროების, სტენდების და გამორჩეული ლოკაციების მართვა.
** აქციებში მონაწილე პროდუქტების სპეციალური განლაგების უზრუნველყოფა.
** სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებთან კომუნიკაცია, რომ აქციები მაქსიმალურად ეფექტურად განხორციელდეს

საწყობისა და მარაგების კონტროლი

** მაღაზიაში არსებული მარაგების რეგულარული გადამოწმება.
** პროდუქციის დეფიციტის შემთხვევაში შეკვეთების გაფორმების ინიცირება.
** ვადაგასული ან დაზიანებული პროდუქციის იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება.

გაყიდვების სტიმულირება:

** კლიენტების დაინტერესება და პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
** მაღაზიის პერსონალთან ურთიერთობა და მათი ინფორმირება პროდუქციის უპირატესობებზე.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობა
** ორგანიზებულობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე