ფარმაცევტული კომპანია "Cordex" "კორდექსი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: აჭარა, კახეთი, შიდა ქართლი (გორი-ხაშური), იმერეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი (ახალციხე-ახალქალაქი)
სამუშაო განაკვეთი: სრული 9:30-დან 18:00-მდე ,ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
სამუშაო აღწერილობა:
** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში აფთიაქებში.
** პრეზენტაციების მრგვალი მაგიდების კონფერენციების მომზადება, ორგანიზება, ჩატარება.
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება- რეპორტინგი
** საპრომოციო აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია მედიცინის, პედიატრიული ან სამკურნალო ფაკულტეტი, ან/და ფარმაცევტი)
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
** სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
** ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმეგებლობა
** პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა.
გამოსაცდელი პერიოდი: 3-6 თვე საწყისი ანაზღაურება შეთანხმების საფუძველზე, კონკურენტული, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე
გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ:
** ზრდადი ანაზღაურება ყოველთვიური და კვარტალური პრემიალური სისტემა დამოკიდებული იქნება გაყიდვების შედეგებზე.
** სოციალური პაკეტი (სატელეფონო, სატრანსპორტო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა)
სასურველია საკუთარი ავტომანქანის ყოლა.
დაინტერესბულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტაზე: Cordexgroup@gmail.com.
მეილის სათაურში (subject) მიუთითეთ რეგიონი, მაგალითად აჭარა, კახეთი, იმერეთი, სადაც გსურთ მუშაობის დაწყება
|