Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708593&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ედესი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
შპს "ედესი ჯგუფი" 25 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ხარისხიან პროდუქტსა და მომსახურებას. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია პოლიგრაფიული და საკანცელარიო პროდუქციის საბითუმო და საცალო რეალიზაცია. მრავალწლიანი გამოცდილებისა და სანდო პარტნიორული ურთიერთობების წყალობით, კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ფართო ასორტიმენტსა და მაღალი მომსახურების სტანდარტს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

საქმიანობის სფერო: ქაღალდის და საკანცელარიო ნივთების საწყობი

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება, დასაწყობება;
** შეკვეთების აგროვება;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება.
** სასურველია სასაწყობე სფეროში მუშაობის გამოცდილება

ანაზღაურება:

** გამოსაცდელი ვადის პერიოდში - 1500 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).
** გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდგომ გათვალისწინებულია მზარდი ხელფასი 1800 ლარამდე (სამუშაო შედეგებისა და შესრულების მიხედვით შესაძლებელია უფრო მაღალი ანაზღაურებაც.)

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი ასევე თვეში ორი შაბათი 08:10-17:40 (შესვენება 1 სთ 30 წთ).
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N 108

ბენეფიტები:

** Fitpass (ფიტპასი);
** უფასო კვება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: info@edesi.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "საწყობის თანამშრომელი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია