Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708592&print=yes&view=jobs
 
ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: შარავანდი
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
შპს "შარავანდი" არის პოლიგრაფიული კომპანია (სტამბა), რომელიც 25 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს პოლიგრაფიული მომსახურების სრულ სპექტრს. მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალი გუნდის მეშვეობით "შარავანდი" ქმნის მაღალი ხარისხის პროდუქციას, რომელიც პასუხობს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწარმოო პროცესების ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ნაბეჭდი პროდუქციის (ეტიკეტის კოლოფების) ხარისხობრივი კონტროლი დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** ფერების შესაბამისობის, ბეჭდვის სიზუსტისა და ვიზუალური პარამეტრების შემოწმება;
** აღმოჩენილი ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

პირობები:

** ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში გათვალისწინებულია 1200 ლარი (ხელზე ასაღები თანხა). გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდგომ ეტაპობრივი ზრდა 1600 ლარამდე (კვალიფიკაციის და პროფესიული განვითარების შესაბამისად).
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (40 სთ) - 08:20-17:20 (შესვენება 12:30-13:30)
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N 108

ბენეფიტები:

** Fitpass (ფიტპასი);
** უფასო კვება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი (ტრენინგი უზრუნველყოფილია ადგილზე);
** უმაღლესი განათლება;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ახალ გარემოსთან სწრაფი ადაპტირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: hr.jobs.vacancyy@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ხარისხის კონტროლის სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია