Робота для біженців з України
დანადგარის ოპერატორის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დანადგარის ოპერატორის თანაშემწე
მომწოდებელი: შარავანდი
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
შპს "შარავანდი" არის პოლიგრაფიული კომპანია (სტამბა), რომელიც 25 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს პოლიგრაფიული მომსახურების სრულ სპექტრს. მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალი გუნდის მეშვეობით "შარავანდი" ქმნის მაღალი ხარისხის პროდუქციას, რომელიც პასუხობს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქაღალდის ეტიკეტის ამოსაკვეთი დანადგარის ოპერატორის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ქაღალდის ეტიკეტების ამოკვეთა, გადარჩევა, ყუთებში დაფასოება;

პირობები:

** ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში გათვალისწინებულია 1 200 ლარი (ხელზე ასაღები თანხა). გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდგომ დამატებით ყოველთვიურად გაიცემა გამომუშავებადი ბონუსი საშუალოდ 300 ლარის ფარგლებში.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 08:10-17:40 (შესვენება 1 სთ 30 წთ)
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N 108

ბენეფიტები:

** Fitpass (ფიტპასი);
** უფასო კვება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: hr.jobs.vacancyy@gmail.com ან 10:00-18:00-მდე დაგვიკავშირდით ნომერზე (+995 591 301 088 - გოგა).

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ქაღალდის ეტიკეტის ამოსაკვეთი დანადგარის ოპერატორის თანაშემწე".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე