Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708589&print=yes&view=jobs
 
დანადგარის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: შარავანდი
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
შპს "შარავანდი" არის პოლიგრაფიული კომპანია (სტამბა), რომელიც 25 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს პოლიგრაფიული მომსახურების სრულ სპექტრს. მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალი გუნდის მეშვეობით "შარავანდი" ქმნის მაღალი ხარისხის პროდუქციას, რომელიც პასუხობს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქაღალდის პაკეტების დასამზადებელი დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი, დანადგარის შესწავლა კანდიდატისთვის მოხდება ადგილზე.

სამუშაო აღწერილობა: სხვადასხვა ზომის ქაღალდის პაკეტების დამზადება.

ფუნქცია-მოვალეობები: დანადგარის მართვა, მომსახურება.

პირობები:

** ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში - 1500 ლარი (ხელზე ასაღები თანხა). გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდგომ ხელფასი და პრემია ჯამურად 2500 ლარის ოდენობით.
** სამუშაო გრაფიკი: თვეში 15 ცვლა; პირველი დღე 08:00 -20:00 (დღის ცვლა) შესვენება 1 საათი და 30 წთ; მეორე დღე 20:00- 08:00 (ღამის ცვლა) შესვენება 1 საათი და 30 წთ, (შემდეგი 2 დღე დასვენება და ასე მონაცვლეობით).
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N 108

ბენეფიტები:

** Fitpass (ფიტპასი);
** უფასო კვება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: hr.jobs.vacancyy@gmail.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ქაღალდის პაკეტების დასამზადებელი დანადგარის ოპერატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია