Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708587&print=yes&view=jobs
 
პირველადი ჯანდაცვის კლინიკური კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პირველადი ჯანდაცვის კლინიკური კოორდინატორი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".
კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.

კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას პირველადი ჯანდაცვის კლინიკური კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათაო ოფისი, ს. ცინცაძის 24ა
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

ძირითადი მოვალეობები:

** საუკეთესო კლინიკური პრაქტიკისა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპების პირველადი ჯანდაცვის მულტიდისციპლინურ გუნდში დანერგვა-განვითარება;
** დაავადებების კლინიკური მართვის გაიდლაინებისა და პროტოკოლების შიდა პროცესებთან ადაპტირება და იმპლიმენტირება;
** ოჯახის ექიმებისა და პირველადი რგოლის სხვა სპეციალისტების მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების დანერგილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ოჯახის ექიმებისა და პირველადი რგოლის სხვა სპეციალისტების საქმიანობის მიმართულებით, სტანდარტების/პროტოკოლების შიდა პროცესებთან ადაპტირება და იმპლემენტაციის უზრუნველყოფა
** დიაგნოსტიკური/სკრინინგული კვლევებისა და ჩარევების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა შიდა პროცესებთან ადაპტირების, იმპლემენტაციისა და განმავითარებელი შეფასება;
** დადგენილი პერიოდულობით, კლინიკებში ვიზიტი და სამუშაო პროცესის ადგილზე შესწავლა;
** გართულებული კლინიკური შემთხვევების განხილვა/დებრიფინგი, კლინიკური კომიტეტში განხილვის ინიცირება, დოკუმენტის ანალიზი და კლინიკური კომიტეტისთვის წარდგენა;
** საჭიროების შემთხვევაში, დაფიქსირებული პრეტენზიების ან პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების ანალიზის საფუძველზე, ცვლილებების ინიცირება/პროცესის შესაბამისად გამართვისათვის რეკომენდაციების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
** ტრენინგ-ცენტრთან კოორდინირებით, ოჯახის ექიმებისა და პირველადი რგოლის სხვა სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო ტრენინგების მოძიება და დაგეგმვა. უწყვეტი სამედიცინო მოკლევადიანი აკრედიტებული პროგრამებით ქსელის უზრუნველყოფა;
** საერთაშორისო მასშტაბით, სფეროში არსებული სიახლეების/ტენდენციების მეთვალყურეობა და ქსელში დანერგვის ინიცირება;

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (ექიმის კვალიფიკაცია)
** სახელმწიფო სერტიფიკატი - საოჯახო მედიცინა/შინაგანი მედიცინა;
** აუცილებელია სულ მცირე 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში კლინიკური მენეჯერისა ან/და მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია კლინიკური ხარიხის გაუმჯობესების მიმართულებით გამოცდილება;
** სახელმწიფოს მიერ, ჯანდაცვის მიმართულებით დადგენილი სხვადასხვა რეგულაციის, ბრძანების, ინსტრუქციისა და სხვა დადგენილების ცოდნა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);

ჩვენთან შენ მიიღებ:

** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
- 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
- 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა "ნიუ დენტში"
- ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

განცხადების მიღების საბოლოო ვადაა: 5 აპრილი, 2026

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/pirveladi-jandacvis-klinikuri-koordinatori/780

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია