|
დასახელება:
კლინიკური პროექტების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ევექსი
|
|
გამოქვეყნდა: 17 მარტი
/ ბოლო ვადა: 05 აპრილი
|
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.
"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".
კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას კლინიკური პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათაო ოფისი, ს. ცინცაძის 24ა
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ძირითადი მოვალეობები:
** კლინიკური პროექტების სრული ციკლის მართვა, ყველა მონაწილე მხარისთვის შესასრულებელი ამოცანების განსაზღვრა, მათი მკაფიო პასუხისმგებლობებისა და ვადების განსაზღვრის უზრუნველყოფა;
** პროექტის ყველა ეტაპის შესრულების პროგრესის მონიტორინგი და შეფასება;
** პროექტის დადგენილი ბიუჯეტის მართვა (ხარჯების და შესრულების მონიტორინგი);
** პროექტის მიმდინარეობისას სამუშაო პროცესში წარმოქმნილი დაბრკოლებების/სირთულეების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების უშუალო ხელმძღვანელთან ინიცირება;
** პროექტის წინასწარ დადგენილ ბიუჯეტსა და ვადებში ჩაბარების კონტროლი;
** პროექტების იმპლიმენტაციის პროცესის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგება;
ვაკანსიის მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
** აუცილებელია სულ მცირე 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტების მართვის მიმართულებით
(პროექტის სრული ციკლის მართვის გამოცდილება - დაგეგმვიდან იმპლიმენტაციამდე);
** სასურველია კლინიკური პროექტების ან/და სამედიცინო პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით პროექტების მართვის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
ჩვენთან შენ მიიღებ:
** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
- 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
- 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა "ნიუ დენტში"
- ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
განცხადების მიღების საბოლოო ვადაა: 5 აპრილი, 2026
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/klinikuri-proeqtebis-menejeri/779
"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|