Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708580&print=yes&view=jobs
 
რესტორნის მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რესტორნის მოლარე
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
რესტორანი ეძებს პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ მოლარეს, რომელიც უზრუნველყოფს გადახდის პროცესების სწორ და ეფექტურ განხორციელებას, სტუმრებთან პროფესიონალურ კომუნიკაციას და ფინანსური ოპერაციების სიზუსტეს.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრებისგან ნაღდი და უნაღდო გადახდების მიღება
** სალაროს აპარატთან და POS სისტემასთან მუშაობა
** ანგარიშსწორების პროცესის სწორად და სწრაფად განხორციელება
** დღის განმავლობაში სალაროს ოპერაციების სწორად აღრიცხვა
** სამუშაო დღის ბოლოს სალაროში არსებული თანხის დათვლა და ანგარიშგება
** სტუმრებთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია
** რესტორნის შიდა წესებისა და ფინანსური პროცედურების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** სალარო პროგრამებთან/სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სამუშაო სისტემას
** კონკურენტულ ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: s.maisuradze.hr@gmail.com და საგნის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია