|
დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ლუმენი
|
|
გამოქვეყნდა: 17 მარტი
/ ბოლო ვადა: 17 აპრილი
|
განათებების მაღაზია "ლუმენი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე განათების შოურუმში, ქ. თბილისი, ა. წერეთლის #116. ლუმენი-ლუმენ ლაქშერიში
ლუმენი არის ქართული კომპანია, რომელიც უკვე წლებია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციას განათების სფეროში.
კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 20-მდე თანამშრომელი და ფლობს 3 ფილიალს თბილისში.
პიროვნული მახასიათებლები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოწესრიგებული და კეთილგანწყობილი
** კომუნიკაბელური, ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი
** პუნქტუალური, მოტივირებული და ენერგიული
ძირითადი მოთხოვნები:
** ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და ორგანიზებულ ადამიანებს
** მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება სასურველია
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა აუცილებელია
** დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა
** გაყიდული პროდუქციის შემოწმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა
** მომხმარებელთან აქტიური და ეფექტური მომსახურება
** მაღაზიაში პროდუქციის სრულყოფილად წარმოჩენა და დადგენილი სტანდარტებით განთავსება
** სისუფთავის დაცვა
** ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა
ჩვენთან გელოდებათ:
** მეგობრული და კეთილგანწყობილი სამუშო გარემო
** სტაჟირების პერიოდი 1 თვე ანაზღაურებადი 800ლ
** ფიქსირებული ხელფასი 1000ლ + ბონუსი
** სამუშაო დღეები კვირაში 5 დღე
საკონტაქტო ელფოსტა: luxurylumen@gmail.com
საკონტაქტო ნომერი: 599-08-00-64
|
|
|
|