Робота для біженців з України
ადმინისტრატორი - სტეფანწმინდა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: დიენთი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია "დიენთი ჯგუფი" ეძებს გუნდის ახალ წევრს ადმინისტრატორის პოზიციაზე სასტუმრო "მემუარში" ყაზბეგში.

ძირითადი პირობები:

** სამუშაო ადგილი: დაბა სტეფანწმინდა, 9 აპრილის ქუჩა #10;
** სამუშაო გრაფიკი: 1 დღე 09:00-21:00 (დღის სმენა)2 დღე 21:00-09:00 (ღამის სმენა), 3 დღე - დასვენება.
** კვებით უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში, საცხოვრებლით უზრუნველყოფა ადგილზე;

მუშაობის დაწყების თარიღი: 15.04.2026

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრის მიღება/განთავსება და პროგრამაში რეგისტრაცია;
** გადახდების გატარება და მოწესრიგება;
** სასტუმროს პროგრამაში მუშაობა;
** საბუთების ორგანიზება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;

დაინტერესების შემთხვევაში:

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: hrdntgroup1@gmail.com და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ადმინისტრატორი ყაზბეგში" ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 558 35 87 62.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე