Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708553&print=yes&view=jobs
 
საგანმანათლებლო კამპანიის სტრატეგი/ივენთ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგანმანათლებლო კამპანიის სტრატეგი/ივენთ მენეჯერი
მომწოდებელი: ზრდასრულთა განათლების ქსელი
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 29 მარტი
"საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი" (GAEN) 2014 წელს დაარსდა გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის DVV International საქართველოს ოფისის მიერ.

ქსელი ამ ეტაპზე აერთიანებს 15 სათემო/ზრდასრულთა განათლების ცენტრს საქართველოს მასშტაბით. ორგანიზაციის მიზანია საქართველოში ზრდასრულთა განათლების პოპულარიზაცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობის შესახებ და ზრდასრულთა განათლების ისეთი სისტემის შექმნის ხელშეწყობა, რომელიც უზრუნველყოფს განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ზრდასრული ადამიანისთვის.

კონტექსტი:

საქართველოში ზრდასრულთა განათლების სექტორი განვითარების ეტაპზეა. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ზრდასრულთა განათლების პოპულარიზაციას, ზრდასრულთა განათლების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ჩართულობის გაზრდას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი (GAEN), DVV International საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, გეგმავს მასშტაბური ზრდასრულთა განათლების კამპანიის განხორციელებას.

სამუშაოს მიზანი:

შეიქმნას ზრდასრულთა განათლების კამპანიის კრეატიული, სტრატეგიულად გამართული და პრაქტიკულად განხორციელებადი კონცეფცია და სამოქმედო გეგმა, რომლის ძირითადი მიზნებია:

ცნობიერების ამაღლება და პოპულარიზაცია:

** ზრდასრულთა განათლების, როგორც პიროვნული და პროფესიული განვითარების უალტერნატივო გზის პოზიციონირება ფართო საზოგადოებაში;
** ინფორმაციის მიღება-სწავლა ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია;
** მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის კულტურის გაძლიერება;
** საზოგადოებაში სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულებისა და "სწავლის სიხარულის" პოპულარიზაცია.

მონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდა:

** კამპანიამ უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა ასაკისა და სოციალური ჯგუფის აქტიური ჩართულობა, წახალისება და პრაქტიკული სარგებლის ჩვენება.

პარტნიორობისა და ქსელის განვითარება

** ბიზნეს სექტორის ჩართულობა;
** სამოქალაქო სექტორის და საგანმანათლებლო ორგანიზაციების გაერთიანება.

წარმატებული მაგალითების წარმოჩენა:

** ზრდასრულთა განათლების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების როლის ხაზგასმა;
** საქართველოში არსებული 15 ზრდასრულთა/სათემო განათლების ცენტრების წარმატებული პრაქტიკების პოპულარიზაცია;
** ზრდასრულების წარმატებული ისტორიების გაზიარება.

სამუშაო აღწერილობა:

შერჩეულმა კონტრაქტორმა/გუნდმა უნდა უზრუნველყოს:

კამპანიის სრული სტრატეგიული და კრეატიული პაკეტის მომზადება, რაც მოიცავს:

** სამიზნე აუდიტორიის სეგმენტაციას, არსებული საკომუნიკაციო გარემოს შეფასებას;
** კამპანიის საერთო მიზნების, საკვანძო გზავნილების შემუშავებას;
** კამპანიის დასამახსოვრებელი სლოგანის და ვიზუალური სტილის შექმნას;
** საკომუნიკაციო არხების შერჩევას (ციფრული, მედია, რეგიონული აქტივობები და სხვა);
** სოციალური მედიის სტრატეგიის მონახაზს;
** PR აქტივობების გაწერას;
** პარტნიორული ჩართულობის ხედვის ჩამოყალიბებას;
** ივენთ კომპონენტი-ცენტრალური და/ან რეგიონული ღონისძიებების კონცეფციისა და ფორმატის გაწერას;
** მონაწილეთა ჩართულობის მექანიზმების შემუშავებას.

სამუშაო ეტაპები:

სამუშაო პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

** კამპანიის ტექნიკური წინადადების, განხორციელების გეგმისა და ბიუჯეტის წარდგენა;
** დამკვეთთან განხილვა და უკუკავშირის ასახვა;
** საბოლოო რედაქტირება და კამპანიის სრულყოფილი გეგმის მიწოდება.

მონაცემთა ფლობა:

დავალების ფარგლებში შექმნილი ყველა მასალა წარმოადგენს დამკვეთის საკუთრებას. კონტრაქტორს არ აქვს უფლება აღნიშნული მასალების გამოყენების დამკვეთის წერილობითი თანხმობის გარეშე.

მოთხოვნები და კომპეტენციები:

კონტრაქტორი (ინდივიდუალური პირი ან სააგენტო/გუნდი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

პროფესიული გამოცდილება:

** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მარკეტინგში, სტრატეგიულ კომუნიკაციაში ან ღონისძიებების მართვაში (საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** საზოგადოებრივი ან საგანმანათლებლო კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;

ტექნიკური კომპეტენციები:

** სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვა;
** ბრენდინგისა და პოზოციონირების გამოცდილება;
** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების ცოდნა.

რბილი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** კრეატიულობა;
** პროექტის მართვის უნარი;
** დროის ეფექტური მართვა.

განაცხადის მოთხოვნები და ვადები:

კანდიდატებმა, უნდა წარმოადგინონ:

** CV
** მინიმუმ სამი განხორციელებული კამპანიის პორტფოლიო (სასურველია განხორციელებული საგანმანათლებლო კამპანიის წარდგენა)
** კამპანიის ტექნიკური წინადადება (მაქსიმუმ 5 გვერდი) და განხორციელების დეტალური გეგმა
** ფინანსური შეთავაზება-ბიუჯეტი, რომელიც მოიცავს მხოლოდ კანდიდატის/კომპანიის ჰონორარს, სამუშაო დღეების რაოდენობისა და ხარჯთაღრიცხვის მითითებით.

კამპანიის განხორციელების ხარჯებს უზრუნველყოფს დამკვეთი.

შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები:

** კონცეფციის კრეატიულობა და ინოვაციურობა
** სტრატეგიული ლოგიკა და განხორციელებადობა
** აუდიტორიაზე მორგებულობა
** ბიუჯეტის ეფექტიანობა
** სოციალური გავლენის პოტენციალი

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 29 მარტი, 2026, 24:00

შემდგომში კამპანიის საბოლოო გეგმის მოსამზადებლად, შერჩეულ კანდიდატთან /კომპანიასთან კონტრაქტი გაფორმდება 2026 წლის აპრილი-მაისის პერიოდში.

თუ თქვენი მონაცემები და გამოცდილება აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განცხადებაში მითითებული დოკუმენტაცია შემდეგ ელ.ფოსტაზე: education.gaen@gmail.com.

სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება- კამპანია

თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით. დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან/კომპანიებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია