|
დასახელება:
სავაჭრო წარმომადგენელი - პრისეილერი
|
| მომწოდებელი:
თელავის ღვინის მარანი
|
|
გამოქვეყნდა: 17 მარტი
/ ბოლო ვადა: 17 აპრილი
|
"თელავის მარანი" (MARANI) აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (პრისეილერის) პოზიციაზე ქალაქ თბილისში.
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ გუნდის წევრს, რომელიც დაგვეხმარება კომპანიის პროდუქციის პოპულარიზაციასა და გაყიდვების ზრდაში.
ძირითადი მოვალეობები:
** განსაზღვრულ მარშრუტზე სავაჭრო ობიექტების რეგულარული ვიზიტი;
** კომპანიის პროდუქციის (ღვინო, ცქრიალა ღვინო) გაყიდვების მართვა და ზრდა;
** არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის შენარჩუნება;
** ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება და ქსელში ჩართვა;
** პროდუქციის ნაშთების კონტროლი და შეკვეთების გაფორმება;
** დებიტორული დავალიანების მონიტორინგი;
** პროდუქციის სათანადო წარმოდგენის (მერჩენდაიზინგის) კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (FMCG სექტორში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად);
** ეფექტური გაყიდვების და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართული მეტყველება და კომუნიკაბელურობა;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** საკუთარი ავტომობილი (ჩაითვლება უპირატესობად).
პიროვნული თვისებები:
** შედეგზე ორიენტირებულობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსურ სისტემას გაყიდვების გეგმის შესაბამისად;
** საწვავის და ავტომობილის ცვეთის ანაზღაურებას;
** კორპორატიულ სატელეფონო მომსახურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას წამყვან ქართულ კომპანიაში.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე:telavimarani@marani.ge გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სავაჭრო წარმომადგენელი".
|
|
|
|