Робота для біженців з України
ტრენინგ მენეჯერი ციფრული ტექნიკის მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრენინგ მენეჯერი ციფრული ტექნიკის მიმართულებით
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
"Kontakt" არის თანამედროვე სივრცე და ლიდერი კომპანია, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის მსოფლიო გიგანტები. ჩვენ ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვ.).

დღეისათვის ჩვენი გუნდი 250-მდე პროფესიონალს აერთიანებს და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება. ჩვენი მთავარი ღირებულება თანამშრომლების პიროვნული და კარიერული განვითარებაა.

ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ ტრენინგ მენეჯერს ციფრული ტექნიკის მიმართულებით, რომელსაც უყვარს ტექნოლოგიები. რომელმაც იცის როგორ მუშაობს თანამედროვე ტექნიკა და შეუძლია ეს ცოდნა სხვებსაც მარტივად გადასცეს.

ძირითადი მოვალეობები:

** ციფრული ტექნიკის შესახებ სასწავლო მოდულების შემუშავება და მუდმივი განახლება;
** გაყიდვების კონსულტანტებისთვის ტრენინგების ჩატარება (პროდუქტის მახასიათებლები, ტექნიკური დეტალები, უპირატესობები);
** თანამშრომელთა ცოდნის პერიოდული შეფასება (ტესტირება, როლური თამაშები) და უკუკავშირის მიწოდება;
** კომერციის გუნდთან კომუნიკაცია სიახლეების მისაღებად და სასწავლო მასალებში ასახვა;
** სასწავლო მასალის დამუშავება, პრეზენტაციების.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტრენერად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (რითეილ სექტორში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად);
** ციფრული ტექნიკის ბაზრისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა/ინტერესი;
** აუდიტორიის მართვისა და პრეზენტაციის გამორჩეული უნარი;
** უცხო ენების ცოდნა (ტექნიკური მასალების დასამუშავებლად);
** საოფისე პროგრამების (PowerPoint, Excel) ცოდნა.

რას გთავაზობთ ჩვენ? ჩვენი მიზანია შევქმნათ კომფორტული სამუშაო გარემო, ამიტომ გთავაზობთ კონკურენტულ პირობებს:

** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00, შაბათი და კვირა დასვენება;
** ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა (როგორც ინდივიდუალური, ასევე საოჯახო პაკეტები);
** ჯანსაღი ცხოვრება: Fitpass;
** დამატებითი დასვენება: წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off;
** პერსპექტივა: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

დაინტერესდით? გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: CV@kontakt.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ტრენინგ მენეჯერი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 აპრილი, 2026 წელი.

გისურვებთ წარმატებას!

** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე