Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708509&print=yes&view=jobs
 
მებაღე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მებაღე
მომწოდებელი: ეროვნული ბოტანიკური ბაღი
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.

ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას მებაღის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში)
 ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30
 შესვენება 13:00-14:00

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1

ანაზღაურება: 1, 520 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)*

შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.

სამუშაოს ზოგადი აღწერა

ფუნქციები:

** აგროტექნიკური ღონისძიებების შესრულება (მორწყვა, ნიადაგის დამუშავება, გაფხვიერება, დაბარვა, თოხნა, სასუქების შეტანა, ფორმირება, მცენარეების შეწამვლა);
** სანიტარული ღონისძიებების გატარება (მარგვლა, თიბვა, ფოცხვა, ხმელი ტოტების მოცილება, ხეების გასუფთავება, ნარჩენების სეპარაცია და გადაადგილება);
** მცენარეების დარგვა, გადარგვა, თესლების შეგროვება, კალმების აჭრა, თესლების და ბოლქვების შენახვა და მომზადება დასათესად;
** ტერიტორიის ფიტოსანიტარული მონიტორინგი, პრობლემის შემთხვევაში კურატორთან კონსულტაცია;
** მონაწილეობა ჯგუფურ სამუშაოებში (ჭრები, დარგვები, გადარგვები, თიბვა, გაწმენდითი სამუშაოები, ნარჩენების გატანა).

ვალდებულებები:

** ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული მცენარეთა სახეობების შესახებ ინფორმაციის ფლობა და მათი იდენტიფიცირება;
** პასუხისმგებელია საბაღე ინვენტარის მოვლასა და დაცვაზე; (დაზიანების შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მის ხელმძღვანელს).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო, არასრული ან სრული პროფესიული განათლება (დამადასტურებელი ცნობა, ატესტატი, სერტიფიკატი, დიპლომი);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** (სარეკომენდაციო წერილი).

უნარები:

** საბაღე ინვენტართან მუშაობის უნარი;
** აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.

შერჩევის მეთოდები:

** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა 17.04.2026

გაცნობებთ, რომ ა (ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.

დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია