|
დასახელება:
იურისტ-ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
ელეფანთ გეიმინგ
|
|
გამოქვეყნდა: 17 მარტი
/ ბოლო ვადა: 17 აპრილი
|
შპს "ელეფანთ გეიმინგ" აცხადებს ვაკანსიას იურისტ -ასისტენტის პოზიციაზე.
მდებარეობა - ქ. თბილისი, მიხეილ შავიშვილის ქუჩა #25
ძირითადი მოვალეობები:
** დოკუმენტბრუნვა: ხელშეკრულებების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადება.
** კომუნიკაცია: აქტიური ურთიერთობა პარტნიორებთან და კონტრაქტორებთან სამართლებრივ/საორგანიზაციო საკითხებზე.
** ადმინისტრირება: უფროსი იურისტისა და კომპანიის დირექტორის დავალებების შესრულება; საქმიანი შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება.
** მონიტორინგი: საჭირო დოკუმენტაციის მოძიება, გამოთხოვა სხვადასხვა უწყებებიდან და მათი სისტემატიზაცია.
** კონტროლი: მიმდინარე პროცესებისა და ვადების მუდმივი მონიტორინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი იურიდიული განათლება (მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი).
** ენები:
** ქართული ენა: სრულყოფილი ფლობა (წერითი და ზეპირი).
** ინგლისური ენა: სრულყოფილი ფლობა (წერითი და ზეპირი, სამართლებრივი ტერმინოლოგიის ცოდნა).
** ტექნიკური უნარები: MS Office-ის (განსაკუთრებით Word) მაღალ დონეზე ფლობა.
** დოკუმენტების შედგენის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
** მაღალი ორგანიზებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება.
** ერთდროულად რამდენიმე დავალებაზე მუშაობის უნარი (Multi-tasking).
** პუნქტუალურობა და კონფიდენციალურობის დაცვა.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი - სრული სამუშაო განაკვეთი;
ანაზღაურება - 800 ლარი.
გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე - teo.chapodze@elephantgaming.co და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - იურისტ-ასისტენტი.
ჩვენ ვამუშავებთ, მათ შორის ვაგროვებთ და ვინახავთ, თქვენს მიერ ბიოგრაფიაში (CV) მითითებულ პერსონალურ მონაცემებს, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენის და დასაქმების გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 1 თვის განმავლობაში.
თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი მონაცემები შევინახოთ და განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე, CV-ის გამომგზავნისას. შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, თანახმა ხართ თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები და ბიოგრაფია განიხილოთ სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი დანიშვნის მიზნით, 1 (ერთი) წლის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა განიხილება მხოლოდ წინამდებარე იურისტ-ასისტენტის ვაკანსიაზე.
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ პირებს, ვინც გაივლის CV-ების შერჩევის ეტაპს, ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!
|
|
|
|