|
დასახელება:
შეფ-მზარეული
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 17 მარტი
/ ბოლო ვადა: 17 აპრილი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მზარეული / შეფ-მზარეულის თანამდებობაზე.
პოზიციის აღწერა:
კომპანია ეძებს გამოცდილ მზარეულს/შეფ-მზარეულს სასტუმროს რესტორნისათვის. კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება ქართული სამზარეულოს მაღალი ხარისხის კერძების მომზადებასა და სამზარეულოს ყოველდღიური ოპერაციების კოორდინაციაზე.
დასაქმების ადგილი ქალაქგარეთ - თბილისიდან 1 საათსი.
ძირითადი მოვალეობები:
** რესტორნის ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების უზრუნველყოფა HACCP-სა და უსაფრთხოების წესების მიხედვით
** სამზარეულოს ყოველდღიური ოპერაციების ეფექტური მართვა
** ახალი კერძების შემუშავება და მენიუს განახლება
** საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლი და მარაგების მართვა
** სამზარეულოს პერსონალის მართვა და კოორდინაცია
** ინვენტარიზაციის/აღწერის ორგანიზება და კონტროლი
** Food Cost-ის კონტროლი და ანგარიშგება მენეჯმენტისთვის
** სასტუმროს სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა
** სეზონური და სპეციალური მენიუს შეთავაზებების მომზადება
** დასუფთავებისა და სანიტარული ნორმების მუდმივი დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს კარგი ცოდნა
** განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად)
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.
განაცხადის გაგზავნა:
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: resortvacancyemail@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: შეფ-მზარეული, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|