Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708500&print=yes&view=jobs
 
საოპერაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის თანამდებობაზე.

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ ძლიერ, პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც მართავს ობიექტის ყოველდღიურ ოპერაციებს. მენეჯერის პასუხისმგებელია სასტუმროს, ღონისძიებების, სტუმრების მომსახურების და ტექნიკური პროცესების კოორდინაციაზე, რათა ობიექტმა იმუშაოს ეფექტურად და მაღალი ხარისხის სტანდარტებით.პოზიცია ითვალისწინებს თანამშრომლების მართვას, პროცესების კონტროლს და პრობლემების სწრაფ გადაწყვეტას. დასაქმების ადგილი ქალაქგარეთ - თბილისიდან 1 საათში.

ძირითადი მოვალეობები:

ოპერაციული მართვა:

** ობიექტის ყოველდღიური ოპერაციების კოორდინაცია
** სასტუმროს მუშაობის კონტროლი (რეზერვაციები, ჩექ-ინი / ჩექ-აუთი, სტუმრების გამოცდილება)
** მომსახურების ხარისხის კონტროლი და სტანდარტების დაცვა
** სტუმრების პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა.

ღონისძიებების კოორდინაცია:

** ქორწილებისა და სხვა ღონისძიებების ოპერაციული მართვა ადგილზე
** სხვადასხვა გუნდების კოორდინაცია (სერვისი, ტექნიკა, დასუფთავება დასხვა)
** ღონისძიებების გამართული ჩატარების უზრუნველყოფა.

გუნდის მართვა:

** ობიექტზე მომუშავე თანამშრომლების მართვა და კოორდინაცია
** სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა
** ახალი თანამშრომლების ინტეგრაცია და კონტროლი
** სამუშაო დისციპლინის და სტანდარტების დაცვა.

ლოჯისტიკა და რესურსები:

** მარაგების კონტროლი (სასტუმროს, ღონისძიებების, ოპერაციებისათვის)
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია საჭიროების შემთხვევაში
** ობიექტის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი.

ფინანსური კონტროლი:

** ყოველდღიური ოპერაციული ხარჯების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია
** გაყიდვების და შემოსავლების ძირითადი მონაცემების კონტროლი
** ფინანსურ გუნდთან თანამშრომლობა ოპერაციების გაუმჯობესებისთვის.

მოთხოვნები:

** ოპერაციების მართვის გამოცდილება (სასურველია სტუმარ-მასპინძლობის ან ღონისძიებების სფეროში)
** ძლიერი ორგანიზაციული და მენეჯერული უნარები
** პრობლემების სწრაფი გადაწყვეტის უნარი
** კომუნიკაციის მაღალი უნარი
** პასუხისმგებლობა და დეტალებზე ყურადღება
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (ინგლისური სასურველია)

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** მუშაობას უნიკალურ პროექტში.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე resortvacancyemail@gmail.com

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია