Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708468&print=yes&view=jobs
 
ძირითადი საშუალებების ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ძირითადი საშუალებების ბუღალტერი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1600 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, სამეგრელოში, რაჭასა და ლეჩხუმში.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას ძირითადი საშუალებების ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული; ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო განაკვეთი: 08:30-17:30 სთ-მდე
ანაზღაურება: გამოსაცდელი პერიოდი (6 თვე) 2000 ლარი შემდგომ 2500 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ძირითადი საშუალებები მართვა, პროგრამული და ფაქტიური აღრიცხვის, აღწერის-ინვენტარიზაციის, შედარებების და კორექტირებების უზრუნველყოფა, სწორედ ასახვა ბუღალტერიაში მოქმედი კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად.
** ძირითად საშუალებებზე ცვეთის/ამორტიზაციის დარიცხვა, ცვეთის/ამორტიზაციის დარიცხვის და სარგებლობის ვადის კონტროლი-მონიტორინგი.
** ძირითადი საშუალებების გადაფასება-ჩამოწერა, ძირითად საშუალებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა-კონტროლი;
** ძირითადი საშუალებების შეძენის პირველადი დოკუმენტების გადამოწმება და შესაბამისი შესყიდვის ორდერების გადაკეთება პროგრამაში;
** ძირითადი საშუალებებისთვის საინვენტარო ნომრის მინიჭება და დასტიკერება;
** RS პორტალზე მუშაობა, ძირითად საშუალებებზე მიღებული ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების კონტროლი, დადასტურება, შიდა გადაზიდვის ზედნადებების ატვირთვა;
** ძირითადი საშუალებების გაყიდვის ორდერების პროგრამული გაკეთება და შესაბამისი ზედნადებების და ანგარიშგების ფაქტურების ატვირთვა RS პორტალზე;
** ძირითადი საშუალებების ჩამოწერის აქტების მომზადება და ბალანსიდან ჩამოწერა;
** ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციისთვის რეპორტების მომზადება და ინვენტარიზაციის პროცესში სრული ჩართულობა;
** ყოველწლიურად ქონების დეკლარაციისთვის ძირითადი საშუალებების სიის მომზადება და მთავარი ბუღალტრისათვის მიწოდება;
** ცენტრალური ოფისის სასაწყობო ნაშთების კონტროლი, ფაქტიური ნაშთების აღწერა და პროგრამული ნაშთებთან დადარება სხვაობების გამოვლენის მიზნით.
** რეგიონული სასაწყობო ნაშთების პროგრამულ ნაშთებთან შედარება და სხვაობის გამოვლენა. შესაბამისი კორექტირებების უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** MS Dynamics Navision პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ბაკალავრი შესაბამისი მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე ან ზოგადად ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით ექსელის კარგად ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურობა;

"ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancy@winerykhareba.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ძირითადი საშუალებების ბუღალტერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია