|
დასახელება:
ასისტენტ-ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
უნირად ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 17 მარტი
/ ბოლო ვადა: 17 აპრილი
|
ქართულ თურქული სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი "უნირად ჯორჯია" ეძებს ასისტენტ-ადმინისტრატორის პოზიციაზე კადრს
ადგილმდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული
ფუნქცია-მოვალეობები:
** კლინიკის მომსახურების სტანდარტების შესაბამისად, შემოსული პაციენტებისა და ვიზიტორების მიღება;
** პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციის რეგისტრაცია პროგრამაში და შეყვანილი ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
** დარეგისტრირებული ან/და დაურეგისტრირებელი პაციენტის შესაბამის ექიმებთან ჩაწერის უზრუნველყოფა;
** ჩაწერილი/დარეგისტრირებული პაციენტისთვის რელევანტურ დროს გადამისამართება.
** ფინანსური ანგარიშების წარმოება სალარო აპარატის და ტერმინალის მეშვეობით.
** კერძო დაზღვეული პაციენტების მიღება, საგარანტიოების გააქტიურება და ანგარიშგება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე
** უპირატესად ჩაითვლება თურქული ენის ცოდნა
ჩვენთან დაგხვდებათ:
** კომფორტული და პოზიტიური სამუშაო გარემო.
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
** ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: z.kukhianidze@rmc.ge | erdoganaltas@unirad.com.tr
|
|
|
|