Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708422&print=yes&view=jobs
 
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 29 მარტი
ორგანიზაციის შესახებ:

"საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო" არის "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ძირითადი ფუნქციებია: შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების იდენტიფიცირება, ასევე უფლებამოსილი ორგანოს დახმარება საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების იდენტიფიცირებაში, წარდგენილი საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის კონცეფციის შეფასება და რეკომენდაციის მომზადება, უფლებამოსილი ორგანოსთვის საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარების გაწევა, მცირე პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა და სხვა.

პოზიციის დასახელება: იურისტი (საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ეკვივალენტური თანამდებობა)

ფუნქციები:

** უფროს იურისტთან (უფროსი მრჩეველი) კოორდინაციით, შესაბამისი შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის, ხელშეკრულების პროექტისა და დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
** საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ხელშეკრულებათა სტანდარტული მუხლების შემუშავებაში მონაწილეობა;
** საჯარო და კერძო თანამშრომლობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებში შესატანი ცვლილებების შემუშავებაში მონაწილეობა;
** საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული ინსტრუქციების შემუშავებაში მონაწილეობა და ამ მიზნით სხვადასხვა დოკუმენტაციის შესწავლა/დამუშავება, ანალიზი;
** სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მათ შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელობისა და შესაბამისი პასუხისმგებელი პირის/პირების დროული ინფორმირება;
** სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით სააგენტოს თანამშრომლებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
** სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** სააგენტოს თანამშრომელთა მიერ მომზადებული შესაბამისი დასკვნებისა და პოზიციების განხილვა და შეთანხმება;
** სააგენტოს უფროს იურისტთან (უფროსი მრჩეველი) შეთანხმებით, შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების მომზადება;
** სააგენტოს ადმინისტრაციულ ფუნქციებში დახმარების გაწევა;
** სააგენტოს თავმჯდომარის/უფროსი იურისტის დავალებით, სხვა შესაბამისი ფუნქციების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) კარგად ცოდნა;
** სასურველია სახელშეკრულებო სამართლის, საკორპორაციო და გადახდისუუნარობის სამართლის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება.

საკონკურსო თემატიკა:

** საჯარო და კერძო თანამშრომლობის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო;
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი.

თანამდებობრივი სარგო: 4, 480.00 ლარი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ინგოროყვას ქ. N7
სამუშაო განაკვეთი: სრული

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** წერითი დავალება ინგლისურ ენაში;
** გასაუბრება.

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 29 მარტი.

კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე - http://www.vacancy.hr.gov.ge/ და ელექტრონულად წარმოადგინოს საჭირო დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.

ვაკანსიის N: 98313

ვაკანსიის სრული ტექსტი: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/98313?active=1

საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია