Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708373&print=yes&view=jobs
 
საკრედიტო ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკრედიტო ოფიცერი
მომწოდებელი: მისო ექსპრეს კაპიტალ +
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
თუ თქვენ ხართ ენერგიული, შრომისმოყვარე, დისციპლინირებული და კეთილსინდისიერი მაშინ "მისო ექსპრეს კაპიტალ +"-ი როგორც თავის პოტენციურ თანამშრომლებს, გთავაზობთ ბიზნეს პლატფორმას, სადაც თქვენ შეძლებთ აწარმოოთ კომპანიის პროფილით საქმიანობა და ამავდროულად მიიღოთ სრულად თქვენს მიერ გაწეული შრომის პროპორციული ანაზღაურება.

"express capital +" გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე: საკრედიტო ოფიცერი - თბილისი.

"მისო ექსპრეს კაპიტალ +" თავის საკრედიტო ოფიცრებს მიიჩნევს პარტნიორებად და მთელ მის მომავალს უკავშირებს მათ.

დასაქმდით ჩვენთან და გახდით ჩვენი პარტნიორი და მიიღეთ სამართლიანი ანაზღაურება.

რა იგულისხმება მომავლის დაკავშირებაში?

საკრედიტო ოფიცერი, რომელიც მუდმივად შეინარჩუნებს 500000 ლარის საკრედიტო პორტფელს და დააკმაყოფილებს ორგანიზაციის კორპორატიულ მოთხოვნებს ის ოფიციალურად გახდება ორგანიზაციის 1%-იანი წილის მფლობელი.

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "express capital +" არის საფინანსო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შპს "express capital +" უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.

ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.

ფუნქციები და მოვალეობები:

** საკრედიტო ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
** კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
** საინფორმაციო ბროშურების მიზნობრივი გავრცელება;
** პოტენციური კლიენტისათვის სესხის პირობების გაცნობა, პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;
** საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტისთვის გადაგზავნა;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხის მართვა;
** მიმდინარე ვადაგადაცილებულ კლიენტებთან ვიზიტი თანხის გადახდევინების მიზნით;
** პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა. სესხის დროული დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, მათთან მოლაპარაკების წარმოება;
** ნაღდი ფულის მიღება;
** მატერიალური პასუხისმგებლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მცირე ბიზნესის დაკრედიტების გამოცდილებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);
** კონფლიქტების არიდებისა და გადაწყვეტის უნარი;
** პრინციპულობა და შეუპოვრობა მუშაობაში;
** სისხარტე მუშაობაში;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე ორშაბათი-პარასკევი 09:30- 18:30 სთ;
** გამოსაცდელი ვადა: მინიმუმ 1 თვე;
** ანაზღაურება: 800 - 1500 ლარი (გამოცდილების შესაბამისად) + მოქნილი ბონუსი;
** კორპორაციული ულიმიტო სასაუბრო მობილურის ნომერი;
** ავტომანქანის ფლობის შემთხვევაში, საწვავის ანაზღაურება, ყოველთვიურად ავტომანქანის იჯარის 200 ლარის დარიცხვა, ყოველ 7000 კმ შემდეგ ძრავის ზეთის, ფილტრის ღირებულების ანაზღაურება.
** სხვა კომპანიიდან გადმოსვლის ბონუსი 1000 ლარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიკურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად
** სამუშაოს სწრაფად მზარდ მიკროსაფინანსო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში.
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას

გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV შემდეგ საფოსტო მისამართზე: express.capital.plus@gmail.com

P.S. განაცხადი არ განიხილება თუ:

** არ იქნება აპლიკანტის ფოტოსურათი;
** განაცხადში არ იქნება მითითებული აპლიკანტისათვის მისაღები მინიმალური ხელფასი.
** ასევე, ტექსტში მიუთითეთ თქვენი აზრით თვეში საშუალოდ რამდენი პოტენციური მსესხებლის მოზიდვას შეძლებთ.

https://ecplus.ge

+995 422 20 08 00 | +995 574 09 09 44
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია